,,ვიმუშავებთ ფართომასშტაბიან, მძლავრ აქციაზე ლაზარეს დასაცავად”- ელენე ხოშტარია

,,ლაზარე უნდა იყოს გარეთ და ჩვენ ყველამ ერთად, როგორც 8-9-ში შევძელით გაერთიანება, ასე უნდა გავერთიანდეთ ამ ბიჭის გარშემო,”- ამის შესახებ  “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს საქართველოს ღირსების და ევროპული არჩევანის დაცვის ხაზი ლაზარე გრიგორიადისის დაცვაზე გადის.

,,უნდა გვესმოდეს რომ დღეს საქართველოს ღირსების და ევროპული არჩევანის დაცვის ხაზი გადის სწორედ ლაზარეს დაცვაზე და ჩვენ ვდებთ პირობას, რომ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ლაზარე იყოს თავისუფალი და მიიღოს ის პატივისცემა, რომელსაც იმსახურებს ყველასგან.

პირველი – შევუერთდებით აბსოლუტურად ყველა აქციას, რომელიც ლაზარეს დაცვისთვის იქნება; მეორე – ვიმუშავებთ ფართომასშტაბიან, მძლავრ აქციაზე ლაზარეს დასაცავად; მესამე- უკვე გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან, რომლებისთვისაც ღირსებს საკითხია ლაზარეს დაცვა და გვექნება სია ყველა იმ ადამიანის, დაწყებული ივანიშვილიდან გაგრძელებული მისი მონა ღარიბაშვილით და დამთავრებული ყველა იმ ბადრაგით, რომელიც ცდილობს მისი ღირსება შელახოს. ყველაფერზე პირობას ვდებ, ყველა აგებს პასუხს”,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

მსგავსი თემები