,,თუ ეკონომიკა იზრდება, მაშინ ხალხი რატომ გარბის ქვეყნიდან”- რომან გოცირიძე

პარლამენტის წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, ყველაზე წარუმატებელი დღევანდელი  ხელისუფლების პერიოდში ეკონომიკაა, რამაც  ხალხი გააღატაკა.

„რომელ სფეროში შეიძლება ჰქონოდა საქართველოს წარმატება, როდესაც ყველაზე წარუმატებელი თქვენი ხელისუფლების არსებობის პერიოდში არის ეკონომიკა, გაღატაკდა ხალხი, იცლება ქვეყანა და არ ყოფილა პროგრესული გადაწყვეტილება მიღებული ეკონომიკაში რომელსაც შეიძლება რაღაც მომავლის იმედი გაეჩინა ხალხისათვის“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრი, მთელი უმრავლესობა სიცრუეზე აგებს პროპაგანდას, იტყუება და „ნაცარს აყრის“ ხალხს თვალში.

„ტრაბახობთ ეკონომიკური ზრდით. თუ ეკონომიკა იზრდება, მაშინ ხალხი რატომ გარბის ქვეყნიდან. ეკონომიკური ზრდის პროდუქტის, სამწუხაროდ, დიდი ნაწილი ჩვენს მოქალაქეებს არ ხმარდებოდა  და ამ ეკონომიკური ზრდის საკმაო ნაწილი იყო ფიქტიური ზრდა. ეკონომიკა არის ის, რომელშიც თქვენ განიცადეთ ყველაზე მძიმე შედეგები არაპროფესიონალიზმის, კორუფციის, ნეპოტიზმისა და ბიუროკრატიის ზრდის გამო. ამიტომ სჯობს ისევ ნაცად თემებს მიმართოთ, როგორიც არის ეკლესიის მაგინებლები, ლგბტ პროპაგანდისტები, უცხოური აგენტები და სატანისტები“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მსგავსი თემები