დასავლეთი ცდილობს დაარწმუნოს საქართველო, რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი გახსნას – ნარიშკინი

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა სერგეი ნარიშკინმა განაცხადა, რომ აშშ, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი ცდილობენ დაარწმუნონ საქართველო რუსეთთან კონფლიქტში შესვლისა და “მეორე ფრონტის” გახსნაში.

„ჩვენ ვხედავთ ვაშინგტონის, ბრიუსელის, ლონდონის დაჟინებულ მცდელობებს, დაარწმუნონ საქართველოს ხელმძღვანელობა ე.წ. მეორე ფრონტის გახსნის აუცილებლობაში. ისინი ხედავენ, რომ ბრძოლის ველზე სიტუაცია უკრაინის სასარგებლოდ არ არის და აიძულებენ საქართველოს შევიდეს კონფლიქტში რუსეთის ფედერაციასთან“, – განაცხადა ნარიშკინმა.

მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნებიც ცდილობენ დაარწმუნონ თბილისი, რომ ახლა კარგი დროა აფხაზეთსა და ”სამხრეთ ოსეთზე” კონტროლი დასაბრუნებლად.

მსგავსი თემები