,,ვლადიმერ პუტინმა აშკარად ჩაიდინა ომის დანაშაულები”- ჯო ბაიდენი

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშკარად ჩაიდინა სამხედრო დანაშაულები და სასამართლოს გადაწყვეტილება მისი დაკავების ორდერის გაცემის შესახებ გამართლებულია.

„ეს ძალიან ძლიერი სიგნალია. პუტინმა ნამდვილად ჩაიდინა ომის დანაშაულები“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

შეგახსენებთ, ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის და ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.

 

 

მსგავსი თემები