„ქართულმა ოცნებამ“ ნიღაბი ჩამოიხსნა და ღიად მიდის რუსული პოლიტიკის პროპაგანდა”- მამუკა ხაზარაძე

„საჭიროა ქართული საზოგადოების გაერთიანება კრიტიკულ მომენტში და ახლა ეს კრიტიკული მომენტი დადგა“,- ამის შესახებ უკრაინული არხის „FREEdom“ ეთერში ვრცელ ინტერვიუში „ლელოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

ხაზარაძემ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და ორი ქვეყნის ურთიერთობაზე ისაუბრა.

„დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ქართულმა ოცნებამ ჩამოიხსნა ნიღაბი და ღიად მიდის პირდაპირი პროპაგანდა რუსული პოლიტიკის. ძალიან სამწუხაროა და საშიში, რომ დასავლეთში განათლება მიღებული ახალგაზრდა ადამიანები, მთავრობაში და პარლამენტში რუსეთის პროპაგანდისტებად არიან გადაქცეულები და პუტინის იდეოლოგიას პროპაგანდირებენ. ჩვენ დავაინიცირეთ ლუსტრაციის კანონი, მაგრამ ეხლა ეს კანონიც აღარ არის საჭირო, ყველაფერი ისედაც ნათელია. ერთადერთი გამოსავალია დემოკრატიული ძალების გაერთიანება და არჩევნებისთვის მომზადებაა. ხელისუფლებაში უნდა მოვიდნენ დემოკრატიული ძალები, ადამიანები, რომელთაც უნდათ ნამდვილი დემოკრატიული, თავისუფალისაქართველოს აშენება. მე ვსაუბრობდი ქართული საზოგადოების გაერთიანებაზე კრიტიკულ მომენტში და ახლა ეს კრიტიკული მომენტი დადგა, საჭიროა ქართული საზოგადოების გაერთიანება,“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძე.

მსგავსი თემები