„სრული მხარდაჭერა დემოკრატიულ საქართველოს!“- ევროპარლამენტარი

ბელგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ევროპარლამენტის წევრი გი ვერჰოფსტადტი თბილისში, პარლამენტთან ე.წ. ”აგენტების კანონის” სააწინააღმდეგო აქციას ეხმიანება. 

,,ეს არის ის, თუ რამდენს ზრუნავს ხალხი ლიბერალურ დემოკრატიაზე, როდესაც და სადაც არ უნდა იყოს ის საფრთხის ქვეშ. სრული მხარდაჭერა დემოკრატიულ საქართველოს!”- წერს ევროპარლამენტარი ”ტვიტერზე”.

 

მსგავსი თემები