“საქართველო ვერ აიტანს ვერც რუსულ კანონს და ვერც რუსულ მომავალს – აქცია განახლდა

საქართველოს პარლამენტის შენობასთან უამრავი ხალხია შეკრებილი. აქცია სლოგანით: „არა რუსულ კანონს“ განახლდა. აქციას სტუდენტების სხვადასხვა ჯგუფები უერთდებიან. სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები აქციას ეტაპობრივად უერთდებიან, რომლებსაც ე.წ. ევროპული პლაკატები“ აქვთ გაშლილი და გმობენ რუსეთისკენ სწრაფვას.

“საქართველო ვერ აიტანს ვერც რუსულ კანონს და ვერც რუსულ მომავალს” – აცხადებენ სტუდენტები.

რუსთაველის გამზირზე ხან ევროპის ჰიმნი ჟღერდება, ხანაც საქართველოს ჰიმნი.

 

მსგავსი თემები