„გუშინდელი აქცია იყო სრულიად გამონაკლისი, რადგან შსს კონტაქტზე არ გამოდიოდა“ – გიორგი ბურჯანაძე დაკავებულებზე  

„ეს არის აღმაშფოთებელი. ყოველთვის, როცა ასეთი დაკავებები ხდებოდა, შსს-დან ყოველთვის გვქონდა ინფორმაცია, გუშინდელი აქცია იყო სრულიად გამონაკლისი, რადგან შსს კონტაქტზე არ გამოდიოდა, დღემდე არ ვიცი ზოგიერთი დაკავებულის ადგილსამყოფელის შესახებ“, – აცხადებს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე.

კითხვაზე, ფიქსირდება თუ არა სამართალდამცავების მხრიდან პროპორციული ძალა გამოყენებული, ბურჯანაძე პასუხობს:

„სრულ პროპორციულობაზე ჩემი კოლეგები მუშაობენ და დეტალურად აანალიზებენ. იყო გარკვეული ინციდენტები, სადაც პროპორციულობის პრობლემა იყო, ამ შემთხვევაში, ალბათ, ეჭვგარეშეა, რომ ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი. ბუნებრივია, ამას დეტალური შესწავლა სჭირდება, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს კონკრეტულ ინციდენტებთან დაკავშირებით ინფორმაციას მივაწვდით და იმედი გვაქვს, ეს საკითხები მათი შესწავლის საგანი იქნება“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

 

მსგავსი თემები