„ქვეყანაში რუსული სუნი დადგა, ვერ ავიტანთ რუსულ მომავალს“ – სტუდენტები

საქართველოს პარლამენტთან გრძელდება აქცია, რომლის სლოგანია „არა რუსულ კანონს“. ამ წუთებში აქციაზე სიტყვით სტუდენტები გამოდიან, რომლებიც აცხადებენ, რომ ქვეყანა რუსული სუნისგან გაიწმინდება და ამ ქვეყანაშ ვერც ერთი რუსული კანონი ვერ იქნება.

„ყველამ დაინახა და ყველა ვხედავთ, რომ ქვეყანაშ სუნი დადგა რუსული. რუსული სუნი მართლა დადგა. ეს ხალხი ვერ აიტანს ვერც რუსულ კანონს და ვერც საქართველოს რუსულ მომავალს. ეს არ იქნება საქართველოში. საქართველო არ იმსახურებს, საქართველოში არ იქნება, საქართველოში ვერ იქნება რუსული მომავალი, საქართველოში ვერ იქნება რუსული ოლიგარქია. საქართველოში ვერ იქნება ვერც ერთი რუსული კანონი. ყველამ ზუსტად ვიცით, რატომ ვდგავართ აქ.  აქ იმაზე ბევრი უნდა ვიყოთ, ვიდრე ბიძინას აქვს ფული. ჩვენ მასზე ძლიერები უნდა ვიყოთ“ – აღნიშნა ერთ-ერთმა გამომსვლელმა სტუდენტმა აქციაზე.

მსგავსი თემები