„ჩვენებები და გამოკითხვის ოქმები, რასაც ბრალდების მხარე ეყრდნობა, ყალბია“ – ვაკის პარკის შადრევნის საქმე

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული კომპანია ,,გრინსერვის +”-ის წარმომადგენელთა ადვოკატებმა „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო გაცხადება გააკეთეს და სიმართლის დადგენა და გამამართლებელი განაჩენი მოითხოვეს. როგორც  არჩილ ჩოფიკაშვილმა, ომარ ფურცელაძემ და რევაზ აჭარაძემ აღნიშნეს,  ჩვენებები და გამოკითხვის ოქმები, რასაც ბრალდების მხარე ეყრდნობა, ყალბია

„17.02.2023წ გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელდა ინფორმაცია ვაკის პარკში 2022 წლის 13 ოქტომბრის ტრაგედიასთან დაკავშირებით რამაც დიდი საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია. პირველ რიგში, გამოვხატავთ ღრმა მწუხარებას დაზარალებული ოჯახის მიმართ. პროკურურის განცხადების საპასუხოდ კი მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს მეორე მხარის მოსაზრებების და მტკიცებულებების შესახებ შემდეგი ინფორმაცია:

1. პროექტის შემსრულებელმა კომპანიამ შპს ,,გრინსერვის+’’ მა შადრევნისათვის საჭირო ელექტრომოწყობილობები და მაკომპლექტებელი დეტალები შეიძინა ცნობილი კომპანიის Guangdong Water Space Intelligent Technology Co., LTD-საგან მონტაჟის, ექსპლუატაციაში გაშვების და გარანტიის პირობით. შადრევნის სისტემა დაამონტაჟა და ექსპლუატაციაში გაუშვა ქარხნის სპეციალისტმა. სისტემამ თითქმის 3 თვე იმუშავა ხარვეზების გარეშე. 4 თვის გამოძიების განმავლობაში გამოძიებამ არ გადადგა არც ერთი ნაბიჯი შადრევნის სისტემის მონტაჟის ავტორის, ქარხნის სპეციალისტის გამოსაკითხად.

2. პროკურატურის ოფიციალურ განცხადებაში (17.02.2023) აღნიშნულია, რომ საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა საქმეზე არ ჩატარებულა. (დანიშნულია საინჟინრო-ტექნიკური და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზები) შესაბამისად, შეუძლებელია ექსპერტიზების გარეშე, მომხდარ ტრაგედიასა და განხორციელებულ პროექტს შორის კავშირის დადასტურება.

3. შემსრულებელი კომპანიის დირექტორს ბრალდება ედავება 22 სექტემბერს შესრულებული დამატებითი სამუშაოების ექსპერტიზის არ ჩაატარებას 3 კვირაში, მაშინ, როდესაც 4 თვის განმავლობაში თვითონ გამოძიებამ ვერ ჩაატარა იგივე ექსპერტიზა.

4. შემსრულებელი კომპანიის დირექტორს ბრალდება ედავება, რომ კომპანიამ უხარისხოდ შეასრულა სამუშაოები, თუმცა, დღემდე ამის დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის (არ არის ექსპერტიზა, არ დაკითხულა პროექტის შემსრულებელი).

5. ბრალდებას არ დაუსვავს კითხვები ელ სადენის დაზიანების ხანდაზმულობასთან და  განვითარების მექანიზმთან დაკავშირებით. არ ჩაუტარებიათ საგამოძიებო ექსპერიმენტები რაც შესაძლებელს გახდიდა ტრაგედიის მიზეზის გარკვევას. ბრალდების დამძიმება გამოძიების ბოლო დღეს (16.02.2023) სამართლებრივად დაუშვებელია ვინაიდან, ბრალდებულებს წაერთვათ თავდაცვის და საწინააღმდეგო მტკიცებულებების წარმოდგენის საშუალება და დრო.

6. შემსრულებელი კომპანია სამუშაოებს აწარმოებდა ოფიციალურად გაცემული სამშენებლო პროექტის და ნებართვის საფუძველზე რაც საჯაროდ ხელმისაწვდომია. პროექტის და შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია შესაძლებელია მოძიებული იქნეს ვებ გვერდზე: https://tenders.procurement.gov.ge/login.php  ტენდერის ნომერი: NAT210017848.

7. დაცვის მხარის მოპოვებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ 2022 წლის 22 სექტემბერს სამუშაოების შესრულების დროს რაიმე დაზიანება, მოხდა ობიექტზე. დაკავებული ექსპერტების გამოკითხვის ოქმები რასაც ბრალდება ეყრდნობა, გაყალბებულია შედგენილია კოპირების პრინციპით. ელექტროშოკის ადგილზე, დენის გაჟონვა არ იყო სტაბილური და ერთგვაროვანი. ტრაგედიის წინა დღეს, 12 ოქტომბერს და წინა პერიოდში, ელექტროდენი შადრევანში არ ჟონავდა. ვიდეოკამერების ჩანაწერები კონკრეტულ პერიოდებში (12 ოქტომბერი საღამო) გაურკვეველი მიზეზებით არ აღმოჩნდა ჩამწერ მოწყობილობებში და შესაბამისად, გაუგებარია ვის მიერ და რა მანიპულაციები ხორციელდებოდა იმ პერიოდში ელექტროსადენებზე.

8. ბრალდების მიერ ობიექტური გამოძიების უზრუნველყოფის ნაცვლად, საზოგადოებისთვის სენსიტიურ და მტკივნეულ ტრაგედიაზე ინფორმაციის გავრცელება (სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა) დიდი ალბათობით, ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი დაზარალებული ოჯახის ხელახალ ტრამვირებას გამოიწვევს. ბრალდების მიერ არასწორი ინფორმაცის გავრცელება, მიზნად ისახავს ბრალდებულების მიმართ უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას, წარმოადგენს არ გამოძიებული საქმის გადაფარვის მცდელობას, სამართლებრივი საკითხებიდან ადამიანურ ტრაგედიაზე ყურადღების გადატანას და საბოლოო ჯამში, სასამართლოზე ზემოქმედებას სამომოავლო წარუმატებლობის დაზღვევის მიზნით, რაც მინიმუმ უსამართლოა.

კვლავ ვადასტურებთ, რომ მთავარი მიზანი სიმართლის დადგენაა თუ რამ განაპირობა 13 ოქტომბრის ტრაგედია და ამ მიზნის მისაღწევად ყველა ლეგიტიმური და  სამართლებრივი  საშუალება იქნება გამოყენებული“ – აღნიშნეს დავოკატებმამედიაცენტრ მთავარში.“

 

მსგავსი თემები