რუსეთში საღებავის დეფიციტის გამო, ავტომწარმოებელი იძულებულია ყველა მანქანა ერთ ფერში შეღებოს

რუსეთში, საღებავის დეფიციტის გამო, რუსული ავტომწარმოებელი ”АвтоВАЗ” იძულებულია, ყველა მანქანა ერთ ფერში შეღებოს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

დეფიციტის გამო, ფურგონ Granta-ს მხოლოდ შავი საღებავით ღებავენ, Niva Travel კი მხოლოდ მუქი მწვანე იქნება.

საღებავის გარდა, საავტომობილო კომპანიას პრობლემები საჭის ელექტრო გამაძლიერებელზეც შეექმნათ, ისინი მანქანებს გამაძლიერებლის გარეშე აწყობდნენ. სანქციების გამო პრობლემები შეიქმნა საბარგულის ჩამკეტებისა და კარის სახელურების მიწოდების საკითხშიც.

მსგავსი თემები