საბერძნეთში ქურდობისთვის 25 წლის ქართველი დააკავეს

საბერძნეთში პოლიციის თანამშრომლებმა 25 წლის ქართველი დააკავეს. ბერძნული მედიის ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ერთ-ერთი მეტროსადგურის მიმდებარედ გაჩერებული მანქანების ფანჯრის მინას ამტვრევდა და ნივთებს იპარავდა.

არსებული ინფორმაციით, 27 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში, 25 წლის ახალგაზრდამ მანქანის მინა ჩაამტვრია და ნივთები ამოიღო. ფაქტი შენიშნა ავტომობილის მფლობელმა, რომელმაც მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინა.

მედიის ინფორმაციით, მანამდე მეტროსადგურის ტერიტორიაზე მსგავსი მეთოდით ჩადენილი ქურდობის კიდევ 6 ფაქტი დაფიქსირდა.

პოლიციელებმა მომხდარზე 25 წლის კაცი დააკავეს. მანქანის მფლობელმა კი მისი ამოცნობა შეძლო. დაკავებულს მოპარული ნივთები თან ჰქონდა. ავტომობილის მინების გატეხვისა და ნივთების მოპარვის ფაქტზე გამოძიება გრძელდება. დაკავებული ათენის სისხლის სამართლის პროკურატურაში გადაიყვანეს.

მსგავსი თემები