,,24 თებერვლის შემდეგ გაირკვა, რომ პუტინი სრულად აკონტროლებს ხელისუფლებას საქართველოში”- მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინაში ომის დაწყების, 24 თებერვლის შემდეგ გაირკვა, რომ პუტინი საქართველოს ხელისუფლებას აკონტროლებს.

სააკაშვილის თქმით, მისი  მოწამვლა უდავოდ დაადასტურა ორმა ამერიკულმა ლაბორატორიამ და წამყვანმა ამერიკელმა ტოქსიკოლოგმა, დევიდ სმიტმა.

,,ჩემი მოწამვლა უდავოდ დაადასტურა ორმა ამერიკულმა ლაბორატორიამ და წამყვანმა ამერიკელმა ტოქსიკოლოგმა, დევიდ სმიტმა. რა თქმა უნდა, უპირველესად, ეს მომგებიანი იყო პუტინისთვის, რომელიც, როგორც 24 თებერვლის შემდეგ გაირკვა, სრულად აკონტროლებს ხელისუფლებას საქართველოში. კონტროლის დონე ჩემთვისაც კი მოულოდნელი იყო. კონტროლის დონე ჩემთვისაც კი მოულოდნელი იყო. მოწამვლა მოხდა „ციხის საავადმყოფოში“ იძულებით გადაყვანის დროს, სადაც მოულოდნელად ძალიან ცუდად გავხდი და როგორც მოგვიანებით რეანიმატოლოგმა თქვა, სასწაული იყო, რომ არ მოვკვდი. გარდა იმისა, რომ მოწამვლამ ძალიან მძიმე სიმპტომები დატოვა. თუ დაკავების დროს ჩემი წონა იყო დაახლოებით 120 კგ, ახლა უკვე 72 კგ.”– განაცხადა  მიხეილ სააკაშვილმა “უკრაინსკაია პრავდასთვის” მიცემულ ინტერვიუში.

მსგავსი თემები