,,ჩვენი გზები რომ იტყვიან გაიყო, გაიმიჯნა”- პრემიერი ”ხალხის ძალაზე”

,,ჩვენი ერთ-ერთი მთავარი დაპირება და მთავარი მონაპოვარი, შეიძლება ასე ითქვას, პირველი ოქტომბრის არის ის, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს თავისი კონსტიტუციური უფლების, სიტყვის, თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება, ეს უფლება დავუბრუნეთ ჩვენს მოსახლეობას, ხალხს, ყველას და მითუმეტეს დეპუტატებს როგორ შეიძლება შეუზღუდოს ვინმემ ეს კონსტიტუციური უფლება, ეს მათი არჩევანია, მე მინდა,  ყველას წარმატება ვუსურვო, ჩვენ არავის საქმეში არ ვერევით, არც ერთი სხვა მოძრაობის საქმეში რა ვერევით და რა თქმა უნდა, ამის თაობაზე მე დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებ,” – ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა დეპუტატის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, რამდენიმე დეპუტატმა დატოვა „ქართული ოცნება“, თუმცა ისინი რჩებიან უმრავლესობაში.

„მე ამის თაობაზე არაერთხელ მითქვამს, ჩვენი უმრავლესობიდან რამდენიმე დეპუტატი გავიდა, დატოვეს მათ უმრავლესობა, უფრო სწორად ჩვენი პარტია. ეს მათი არჩევანია, ჩვენ მანამდეც გვქონდა საუბარი პარტიის შიგნით, თუ რა შინაარსის მე ამაზე ღიად არ დავიწყებ საუბარს, ეს არ არის ჩვენი სტილი, მაგრამ ჩვენი გზები რომ იტყვიან გაიყო, გაიმიჯნა. თავად ამ ადამიანებმა, ძვირფასმა დეპუტატებმა გადაწყვიტეს, რომ  შექმნან ცალკე დამოუკიდებელი მოძრაობა და პარტიაც ალბათ, ეს მათი არჩევანია. ჩვენ ამაზე არა ერთხელ ვთქვით ძალიან მკაფიოდ, რომ ჩვენი პოზიციები არის გამიჯნული, გაყოფილი, ჩვენ გვაქს მთელი რიგი განსხვავებები, მაგრამ ისინი რჩებიან უმრავლესობაში. რომ არ დარჩნენ უმრავლესობაში „ქართული ოცნება“ დაკარგავს უმრავლესობას და ჩვენ გვექნება პრობლემები, რომ მივიღოთ კანონები, ძალიან მარტივი მიზეზი რომ ავხსნა, ეს ერთი,“- აღნიშნა პრემიერმა.

მსგავსი თემები