,,როცა ხელისუფლება თავს ესხმის დასავლეთს, ამით ომისგან არათუ გვიცავს, პირიქით გვასუსტებს”- მიხეილ დაუშვილი

,,როცა ხელისუფლება თავს ესხმის დასავლეთს, ამით ომისგან არათუ გვიცავს, პირიქით, ყოველდღიურად გვასუსტებს, რადგან რეალური დაცვა არის დასავლეთი, რომელიც სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში გვეხმარება,”- ამის შესახებ  პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

დაუშვილი, ნიკა გვარამის საქმის მოსამართლის ლაშა ჩხიკვაძის განცხადებაზე, მმართველი გუნდის ლიდერების მიერ გაკეთებულ შეფასებებს გამოეხმაურა. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლები თავს ესხმიან დასავლეთს.

„ოცნების“ პროპაგანდისტული ლოგიკა არის, რომ დასავლეთი გვთხოვს ომში ჩართვას. „ოცნება“ ცდილობს მოსახლეობა მოატყუოს, რომ ერთადერთი გადამრჩენია, რომელიც ომისგან გვიცავს. ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ როცა ხელისუფლება თავს ესხმის დასავლეთს, პირველ რიგში აშშ-ს, რომელიც სტრატეგიული პარტნიორია და ევროკავშირს, რომელში გაწევრიანებაც მოქალაქეების არჩევანი და გადაწყვეტილებაა, ამით ომისგან არათუ გვიცავს, პირიქით, ყოველდღიურად გვასუსტებს, რადგან რეალური დაცვა არის დასავლეთი, რომელიც სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში გვეხმარება. თუ დასავლეთთან ურთიერთობა დაძაბული გაქვს და პარტნიორებთან თავდასხმის რეჟიმში იქნები, ჩათვალეთ, რომ არანაირი დაცვა აღარ გაგაჩნია და პირდაპირ რუსეთის კალათაში ხარ, რადგან ჩვენს რეგიონში სხვა არჩევანი არ არის. ამას აკეთებს „ოცნება“, ეს პროპაგანდა ამ მიზანს ემსახურება,”- განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

 

მსგავსი თემები