„მეუფე პეტრე დაამტკიცებს. თუ ვერ დაამტკიცებს, მეუფე განიკვეთება. სწორედ ამიტომ ვითხოვთ, მოხდეს ეკლესიის შიგნით ამ საკითხებზე მსჯელობა. სინოდი არის უმაღლესი ორგანო ეკლესიისა, სადაც უნდა ხდებოდეს ამ თემების განხილვა“ – ეს განცხადება მღვდელ-მონაზონმა ანდრია სარიამ „მედიაცენტრ მთარში“ გააკეთა.
როგორც სასულიერო პირმა აღნიშნა, მთელი კანონიკა დარღვეულია და აუცილებელია, სინოდი შეიკრიბოს.
„სინოდმა უნდა განიხილოს ეს საკითხები. სანამ სანამ კანონიკურ წესრიგს არ მივიღებთ, მანამდე ასეთი ქაოსი გვექნება. ეკლესიამ უნდა იმსჯელოს და ყველაფრიდან გამოსავალი ეძიოს. აქ ჩემი სიმართლე და სხვისი სიმართლე არ არსებობს. არსებობს ერთი სიმართლე და ამის დასამტკიცებლად ვითხოვთ ეკლესიის შიგნით ხდებოდეს განხილვა ამ საკითხების. რადგან ადამიანი წარმოადგენს თავის ბრალდებას და ვიცით რომ ეს არა არის პირველი, მტკიცებულებების განხილვა უნდა მოხდეს სინოდში და სინოდმა გამოიტანოს განაჩენი,“ – განაცხადა მამა ანდრია სარიამ „მედიაცენტრ მთავარში“.
მისივე შეფასებით, როცა სინოდი არ მსჯელობს, ეჭვის საფუძველი ჩნდება: „როდესაც სინოდი არ მსჯელობს უკვე ეჭვის საფუძველია. თუ შენ სუფთა ხარ, რისი უნდა გეშინოდეს, რაზე უნდა აარიდო თავი. კონსპირაციებზე საუბრებს არ სჯობდა სინოდზე მომხდარიყო ამ საკითხების გადაწყვეტა. არც მეუფე პეტრე იქნებოდა იძულებული გარეთ ესაუბრა ამ საკითხებზე მრევლის წინაშე. ეკლესიის შიგნით, როდესაც სინოდს არ აწყობს ამ თემის განხილვა უკვე ეჭვის საფუძველს იწვევს. ადამიანები, როდესაც დაკომპრომატებულები არიან, ადვილი სამართავები არიან“ – განაცხადა მღვდელ-მონაზონმა ანდრია სარიამ.