რუსეთის სახელმწიფო დუმამ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც “ლგბტ პროპაგანდას” კრძალავს. ინიციატივების თანაავტორი იყო 390 დეპუტატი, მათ შორის ფრაქციის ყველა ლიდერი და ვიცე-სპიკერი.
კანონის მიხედვით იკრძალება ლგბტ თემის გაშუქება და სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებული ინფრმაციის გავრცელება. ცვლილებები შეეხება: ინტერნეტს, მედიას, წიგნებს, აუდიოვიზუალურ სერვისებს, კინოსა და რეკლამას.
“ლგბტ პროპაგანდისთვის” ჯარიმები და იურიდიული პირებისთვის საქმიანობის შეჩერებაც განისაზღვრა.