,,ირაკლი ღარიბაშვილის მუქარის არავის ეშინია”- გიორგი ვაშაძე

,,ვნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი როგორ თავხედურად, როგორ მხდლად იხსენიებს ახალგაზრდებს, როგორ იმუქრება. მისი მუქარის არავის ეშინია,”- ამის შესახებ  „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა მშვიდობიან მანიფესტანტს გვერდით დაუდგებიან.

„არ უნდა მოვდუნდეთ. ჩვენ ვნახეთ, რომ დაიხიეს უკან, რუსული კანონი გაიტანეს, მაგრამ რეჟიმი კვლავ არის ამ ქვეყანაში, რომელიც რუსეთთან კვლავ სინერგიაში საუბრობს კონკრეტული მესიჯებით. ჩვენ ვნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი როგორ თავხედურად, როგორ მხდლად იხსენიებს ახალგაზრდებს, როგორ იმუქრება. მისი მუქარის არავის ეშინია. ვეუბნები პირადად, არცერთ ახალგაზრდას არ დაადოთ ხელი! არცერთ მშვიდობიან მანიფესტანტს! ჩვენ ყველას დავუდგებით გვერდით და ერთიანობით არ მიგაცემინებთ პასუხისგებაში. პირიქით, პასუხისგებაში უნდა მიეცეთ თქვენ ადამიანები, რომლებმაც მშვიდობიანი მანიფესტანტები დაარბიეთ,”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი თემები