,,ვევედრები ვლადიმერ პუტინს შეაჩეროს ძალადობისა და სიკვდილის ეს სპირალი”- რომის პაპი

რომის პაპი ფრანცისკე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ძალადობის შეჩერებისკენ მოუწოდებს. რომის პაპმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისაც მიმართა, რათა იყოს ღია ნებისმიერი სერიოზული სამშვიდობო წინადადებისთვის.

„ჩემი მიმართვა უპირველეს ყოვლისა ეხება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს. ვევედრები მას შეაჩეროს ძალადობისა და სიკვდილის ეს სპირალი, თუნდაც თავისი ხალხის სიყვარულით. მეორე მხრივ, თანაბრად იმედიანად მივმართავ უკრაინის პრეზიდენტს, ღია იყოს სერიოზული სამშვიდობო წინადადებისთვის. საერთაშორისო ცხოვრების ყველა პროტაგონისტს და ერების პოლიტიკურ ლიდერებს მოვუწოდებ გააკეთონ ყველაფერი, რათა ბოლო მოეღოს მიმდინარე ომს სახიფათო ესკალაციებში ჩათრევის გარეშე, ხელი შეუწყონ და მხარი დაუჭირონ დიალოგის ინიციატივებს“ – განაცხადა რომის პაპმა.

მსგავსი თემები