,,ათმა ქვეყანამ მხარი დაუჭირა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას – ქვეყნებმა, რომლებსაც ახსოვთ რუსეთის იმპერიის შხამიანი კლანჭები”- პოდოლიაკი

,,ჩვენ მადლიერი ვართ ლიდერობისა და პასუხისმგებლობისთვის. ისტორია დღეს იწერება”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადს, მხარი იმ ქვეყნებმა დაუჭირეს, რომლებსაც ახსოვთ ”რუსეთის იმპერიის შხამიანი კლანჭები”.

,,უკრაინის პრეზიდენტის მიერ ნატოში გაწევრიანების განაცხადზე ხელმოწერიდან 48 საათის გასვლის შემდეგ, ბლოკის 10-მა ქვეყანამ მხარი დაუჭირა უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას – ძირითადად ქვეყნები, რომლებსაც ახსოვთ რუსეთის იმპერიის შხამიანი კლანჭები,”- განაცხადა მიხაილო პოდოლიაკი.

ცნობისთვის, უკრაინამ ნატო-ში შესვლის განაცხადის გაკეთების თაობაზე 30 სექტემბერს განაცხადა.

მსგავსი თემები