,,ტერიტორიები, რომლებზეც რუსეთი შეიჭრა, უკრაინას დაუბრუნდება”- რეჯეფ თაიფ ერდოღანი

,,ტერიტორიები, რომლებზეც რუსეთი შეიჭრა, უკრაინას დაუბრუნდება,”– ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე კონფლიქტის დარეგულირების ფარგლებში, უნდა დართონ თუ არა რუსეთს ნება, შეინარჩუნოს ტერიტორიების ნაწილი, რომელიც უკრაინაში თებერვალში ინტერვენციის შემდეგ დაიკავა, ერდოღანამა უპასუხა: ,,არა, და უდავოდ არა“.

„არა, უდაოდ არა. როდესაც ვსაუბრობთ ორმხრივ შეთანხმებაზე, ეს ამას გულისხმობს. თუ უკრაინაში დამყარდება მშვიდობა, რა თქმა უნდა, მიწის დაბრუნება, რომელზეც განხორციელდა ინტერვენცია, გახდება ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის მოლოდინი. ეს არის, რაც სურთ. ბატონმა პუტინმა გარკევული ნაბიჯები გადადგა. ჩვენ გადავდგით გარკვეული ნაბიჯები. მიწები, რომლებზეც განხორციელდა შეჭრა, უკრაინას დაუბრუნდება“, – განაცხადა ერდოღანმა.

ერდოღანის თქმით,  2014 წლის შემდეგ ის ვლადიმერ პუტინს სთხოვს,  ყირიმი მის კანონიერ მესაკუთრეს, უკრაინას დაუბრუნოს.

 

მსგავსი თემები