უკრაინაში ლიკვიდირებულია 49 000-მდე რუსი სამხედრო

უკრაინული მხარე ქვეყანაში განადგურებული რუსი სამხედროებისა და მათი შეიარაღების შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც თავდაცვის გენერალური შტაბში აცხადებენ, 24 თებერვლიდან დღემდე ლიკვიდირებულია 48 350 რუსი ჯარისკაცია ლიკვიდირებული.

გენშტაბის ინფორმაციით, 450 რუსი ჯარისკაცის ლიკვიდაცია გასულ ღამეს მოხდა.

„მტრის საერთო დანაკარგი მოიცავს 1997 ტანკს, 4345 ჯავშანმანქანას, 1115 საარტილერიო სისტემას, 287 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას, 153 საჰაერო თავდაცვის სისტემას, 234 თვითმფრინავს, 205 ვერტმფრენს, 3239 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 15 გემს/ნავს, 851 უპილოტო საფრენ აპარატს, 104 ერთეულ სპეცტექნიკას, 196 ფრთოსან რაკეტას“ – განმარტავენ გენერალურ შტაბში.

 

მსგავსი თემები