ახალგაზრდა ქალი, სხეულის კრიტიკული დამწვრობით – აფეთქების შედეგად დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა

ახალგაზრდა, დაახლოებით 30 წლამდე ქალის ჯანრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. დიდ დიღომში, “ბენდუქიძის დასახლებაში” მომხდარი აფეთქების შედეგად ოჯახის სამი წევრი დაშავდა. დედა-შვილის მდგომარეობა კი განსაკუთრებით რთულია.

როგორც ექიმი-რეანიმატოლოგი ქეთევან თარგამაძე განმარტავს, დაშავებული ქალი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

„ქალი იმყოფება რეანიმაციაში. საუბარია ახალაგაზრდა ქალბატონზე, რომელსაც მიღებული აქვს კრიტიკული დამწვრობა. დაზიანებულია სასუნთქი გზებიც. ტრავმა მიეკუთვნება სიცოცხლისთვის საშიშ დაზიანებათა ჯგუფს“ – განმარტავს რეანიმატოლოგი.

რაც შეეხება შვილს, ის იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში იმყოფება და მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

დიდ დიღომში აფეთქება გამთენიისას მოხდა. დაშავებულები ქირით ცხოვრობდნენ და ბინაში 2 დღის გადასულები იყვნენ.

მსგავსი თემები