,,პატივის მიგება საკმარისი არ არის, უნდა გვესმოდეს ჩვენი მოვალეობა, დავიცვათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა”- გიორგი გახარია

,,დღეს ერთმნიშვნელოვნად პატივის მიგება საკმარისი არ არის და თითოეულ ჩვენთაგანს თავისი პასუხისმგებლობა უნდა ესმოდეს”,- ამის შესახებ ბ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ შინდისის გმირების მემორიალთან განაცხადა, სადაც პარტიის წევრებთან ერთად, აგვისტოს ომში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო.

გახარიას თქმით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ქვეყანას ნებისმიერი საფრთხე ავარიდოთ და ჩვენს სამშობლოს აღარ დასჭირდეს სიცოცხლის შეწირვა თავისი დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დასაცავად.

„დღეს შინდისში, ტრადიციულად, პატივს მივაგებთ გმირებს, მაგრამ დღევანდელი დღე იმით არის განსხვავებული, რომ დღეს ერთმნიშვნელოვნად პატივის მიგება საკმარისი არ არის და თითოეულ ჩვენთაგანს თავისი პასუხისმგებლობა უნდა ესმოდეს და თავისი მოვალეობა, დაიცვას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და ეს ყველაფერი გავაკეთოთ გონივრულად ისე, რომ ქვეყანას ნებისმიერი საფრთხე ავარიდოთ და ჩვენს სამშობლოს აღარ დასჭირდეს სიცოცხლის შეწირვა თავისი დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დასაცავად. ეს შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ერთიანობით.

დღეს საქართველოში არ არსებობს არცერთი პოლიტიკური ძალა, საერთოდ არავინ არ არსებობს, ვისაც შეუძლია ქვეყანა მარტომ გაიყვანოს სამშვიდობოს და ერთიანობა დღეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. დღეს იმის მაგივრად, ქართველები ვდავობდეთ ომი როდის დაიწყო, ან ეს ომი ვინ დაიწყო, ერთად უნდა ვზრუნავდეთ და ვიცავდეთ ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და მოვალეობა ამ ბიჭების ხსოვნის წინაშე და თითოეულმა ჩვენგანმა ეს უნდა გავიაზროთ სრულად. სხვანაირად ჩვენ ვერ შევძლებთ ავაშენოთ ძლიერი, წარმატებული, დამოუკიდებელი, თავისუფალი სახელმწიფო და რაც მთავარია, შევინარჩუნოთ ქვეყნის და ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა” – განაცხადა გიორგი  გახარიამ.

მსგავსი თემები