“ერთი სული აქვთ, ხელისუფლება დაამხონ და ისევ დაბრუნდნენ“ – ია მეტრეველი

„ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებმაც ის სისხლიანი რეჟიმი საკუთარ თავზე და ოჯახზე გადავიტანეთ. მართლაც ყოფნით მათ სითავხედე, იმ სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლებს, სანდრა რულოვსიდან დაწყებული ვაშაძით დამთავრებუილი და გამოდიან დღეს და სხვის სისხლიან რეჟიმზე საუბრობენ“ – ეს განცხადება შვილმოკლულმა დედამ, ია მეტრეველმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

როგორც ია მეტრეველმა აღნიშნა, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, იმ სისასტიკიდან გამომდინარე, რაც მათ ხელისუფლებაში ყოფნის დარს ჩაიდინეს, არანაირი უფლება აქვთ, დღეს პარლამენტის წინ, ახალგაზრდების გვერდით იდგნენ.

„წარმოუდგენელია, სისხლიანი რეჟიმი, რომელიც ქვეყანაში 9 წელი მძვინვარებდა, დღეს გამოდის რუსთაველზე და თურმე, აღშფოთებულია იმით, რაც ქვეყანაში ხდება. არ შეგვეძლო, ამაზე პროტესტი არ გამოგვეხატა. ჩვენ ვართ ის ადამიანები რომლებმაც ის სისხლიანი რეჟიმი საკუთარ თავზე და ოჯახზე გადავიტანეთ. მათი განსაკუთრებული სისასტიკე ჩემი ცხოვრებიდან არასდროს არ ამოვა და არასდროს ვისურვებდი განმეორდეს“ – აღნიშნა ია მეტრეველმა.

მან დაშავებულ ახალგაზრდებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა ფაქტის გამოძიება უნდა მოხდეს და ყველა სათანადოდ დაისაჯოს: „ თითოეული შემთხვევა ნამდვილად მძიმეა, თუმცა მინდა ავღნიშნო, რომ სწორედ ეს ზონდერები არიან შემორჩენილი სპეცსამსახურებშიც, რომლებიც იყვნენ სააკაშვილის სპეცრაზმში. სააკაშვილს ჰქონდა მათთან კონტრაქტი და ეს დადასტურდა იმით. ყველა ფაქტი გამოსაძიებელია. როდესაც, სპონტანურად შეიკრიბა რუსთაველზე საზოგადოება და ნამდვილად სამართლიანად, ჩვენ ვიხილეთ რომ პარლამენტის სავარძელში მოთავსდა ის პიროვნება, რომელიც მიუღებელი იყო ჩვენთვის. პატრიოტული გრძნობებით შეიკრიბა ხალხი, თუმცა, შემდეგ ვიხილეთ სხვა სურათი და მათ ამოეფარნენ „ნაციონალები“, რომლებსაც ერთი სული აქვთ, ხელისუფლება დაამხონ და ისევ დაბრუნდნენ. როდესაც სიტუაცია დაიძაბა, ეს ხალხი შეატოვეს სპეცრაზმს და პოლიციას თვითონ სადღაც გაქრნენ“, – განაცხადა ია მეტრეველმა „მედიაცენტრ მთავარში“.

შეგახსენებთ, რომ შვილმოკლულმა მშობლებმა – ია მეტრეველმა, თამაზ მოლაშვილმა და გულიკო გამცემლიძემ განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთეს.

მსგავსი თემები