ოკუპანტებმა გალში 24 წლის გოგო დააკავეს, რომელსაც „შპიონაჟში“ ადანაშაულებენ

24 წლის ქრისტინა თაკანაძე ოკუპანტებმა გალში, საკუთარ სახლში დაკავეს. ავტომატიანები მის სახლში ღამით შეცვივდნენ, მშობლებს თავზე ავტომატებთ დადგნენ, მცირეწლოვანი შვილი არაფრად ჩააგდეს და „ჯაშუში“ ავტომატებითა და ხელბორკილებით ოკუპირებულ აფხაზეთში გადაიყვანეს.

ქართველი „ჯაშუშის“ დაკავების ვიდეომასალა ოკუპანტებმა ტავად გაავრცელეს და ტექსტიც შესაბამისი დაადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან ჯაშუშობის ბრალდებით ახალგაზრდა ქალი დააკავეს.

საოკუპაციო რეჟიმის მტკიცებით, ახალგაზრდა ქალი აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ინფორმაციას მოიპოვებდა და ქართულ სპეცსამსახურებს გადასცემდა. დაკავების დროს, გოგონა მშობლებთან იმყოფებოდა. ის გალში 20 ივლისს ჩავიდა. მანამდე კი თბილისში, ნაქირავებ ბინაში იმყოფებოდა.

მის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ვერაფერი იპოვეს. სახლიდან ამოიღეს პირადი ნივთები პლასტიკური ბარათები, ფასდაკლების ბარათები. თუმცა ჯაშუშობის დამადასტურებელი – ვერაფერი.

არსამთავრობო სექტორი ხელისუფლებას მკაცრ რეაგირებას ითხოვს, რომ ახალგაზრდა გოგონას ზეწოლის, შანტაჟისა და წამების ფონზე არჩადენილი მძიმე დანაშაული არ აღიარებინონ და უმძიმესი სასჯელი არ წაუყენონ.

დაკავებული გოგონა ოკუპანტებმა წინასწარ დაკავების იზოლატორში გადაიყვანე, ის ბრალის წარდგენის მოლოდინშია.

 

 

მსგავსი თემები