“ყველაფერს აკეთებენ, რომ ადამიანებმა თავიანთი მშვიდობიანი პროტესტი არ გამოხატონ,” – მალხაზ მაჩალიკაშვილი

“ყველაფერს აკეთებენ, რომ ადამიანებმა თავიანთი მშვიდობიანი პროტესტი არ გამოხატონ, ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად, პროტესტი არ შეწყდება,” – აცხადებს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელიც პარლამენტის წინ რკინის ჯებირების აღმართვას ეხმაურება.

“გუშინ, როგორც კი პარლამენტის ტერიტორიაზე დამინხეს, შუაღამისას აიღეს ატრაქციონები. ესენი ღამით ნადირობენ. გეგონება ჩინეთის კედელია, ისე აღმართეს, მწვანე ხალიჩა გადაფარეს და იმდენად როგორ ეშინია ხელისუფლებას, კი ეშინია, იციან, რომ ამათი საქმე წასულია და ყველაფერს აკეთებენ, რომ ადამიანებმა თავიანთი მშვიდობიანი პროტესტი არ გამოხატონ, ამას უყურებს მთელი მსოფლიო,”-აცხადებს გარდაცვლილი შვილის მამა.თ

შეგახსენებთ, თბილისის მერიამ პარლამენტის წინ განთავსებული საპროტესტო კარვები 31 დეკემბერს აიღო და მათ ადგილას, საბავშვო ატრაქციონები და საშობაო ბაზრობის დახლები დაიდგა.

რკინის ღობე პარლამენტის შენობის წინ თბილისის მერიის შესაბამისმა სამსახურებმა დღეს, გამთენიისას განათავსეს.

თემირლან მაჩალიკაშვილი უკვე ერთ წელზე მეტია პარლამენტის წინ შვილის მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯას და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექნას ითხოვს.

https://mcm.ge/თბილისის-მერია-პარლამენტ/

მსგავსი თემები