„საკუთარი ქალიშვილის საქმრო სუს-ის ზონდერებს გაატაცებინე, აწამებინე და სომხეთის საზღვარზე გადააგდებინე“ – გოგაშვილი გომელაურს

პატინრობაში მყოფი სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის სამიზნე ამჯერად შს მინისტრი ვახტანგ გომელაურია. ნათელმირონი ნათელმირონს „ცოდვებს“ უხსენებს და ყველაფერს საჯაროდ ყვება.

„რატომ შეეხე ჩემს ცოლ-შვილს? თეა შენი და აღარ არის? კულულა პეტრუჩიო აღარ გიყვართ? ჩემი იოსები შენი ლუკაჩოს ნათლული აღარ არის? მთელი ღამე ნიღბიანების მიერ დადებული ლულების ქვეშ რომ გაათენებინეთ, მაგრამ არ მიკვირს, ექვსიოდე წლის წინ შენ საკუთარი ქალიშვილის საქმრო თქვენი უბნელი  ამოიანი თუ  შამოიანი აღარ მახსოვს, შენს ერთგულ სუსის ზონდერებს, შარაძესა და “მოზგის” ტომარა ჩამოფარებული გაატაცებინეაწამებინე და სომხეთის საზღვარზე გადააგდებინე, თან დაემუქრე თუ ჩამოვიდოდა, იარაღს ჩაუდებდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ქურთის სახლში შეშვება არ გინდოდა. იქამდე, სანამ მე მანდ ვიყავი, ყველა თქვენი გაფუჭებული  მე მეტენებოდა“ – აცხადებს გოგაშვილი გავრცელებულ გზავნილში.

მსგავსი თემები