ზელენსკიმ უკრაინის აღდგენის საკუთარი გეგმა წარადგინა

უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყნის აღდგენის ის საკვანძო პრინციპები წარადგინა რაც აუცილებელია. უსაფრთხოება; ტექნოლოგიურობა, გარემოსდაცვითი სტანდარტების მაქსიმალური დაცვა; მწვანე ტექნოლოგიების მაქსიმალური გამოყენება და ბარიერების გარეშე პრინციპების დანერგვა – ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რაც ზელენსკის შეფასებით, ქვეყნისთვის აუცილებელია.

წარდგენა კი შვეიცარიაში, უკრაინის აღდგენისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე მოხდა.

„რუსეთის ომი არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის დაპყრობის, ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების განადგურების, ჩვენი დამოუკიდებლობის გატეხვის მცდელობაა, არამედ ეს უფრო ფართო მსოფლმხდედველობრივი წინააღმდეგობაა, რომელიც აშენებულია რუსეთის მიერ და ცდილობს დაამტკიცოს, რომ ის თითქოს უფრო ძლიერია ვიდრე ჩვენ ყველა – უკრაინა, ევროპა და დემოკრატიული სამყარო“,- აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, სწორედ რუსეთის შექმნილია ყველა კრიზისი – ინფლაცია, სასურსათო, ენერგეტიკული, საიმიგრაციო და სხვა, რაც კი მსოფლიოში არსებობს.

„ყველაზე სასტიკი გამოცდა რუსეთის ფედერაციის აგრესიაა უკრაინის წინააღმდეგ. ამ აგრესიით რუსეთს სურს დაამტკიცოს, რომ მას ექვემდებარება არა მხოლოდ ტერიტორიები, არამედ ადამიანების სიცოცხლეც და რომ თითქოს, მას შეუძლია გადაწყვიტოს ყველას ნაცვლად , ექნება თუ არა მათ სიცოცხლე საერთოდ“,- განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინის მიზანია, ქვეყანა გახდეს არა მხოლოდ ყველაზე თავისუფალი ქვეყანა ევროპაში, ყველაზე მოსახერხებელი საცხოვრებლად და ბიზნესის საკეთებლად, არამედ, მათ შორის, ვინც ევროკავშირისკენ მიისწრაფოდა, ყველაზე სწრაფად შეასრულონ სამუშაოს პოლიტიკური ნაწილი.

 

მსგავსი თემები