პრემიერის განცხადებით, უკრაინის აღდგენას 750 მილიარდი დასჭირდება

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით,  უკრაინას რეკონსტრუქციას 750 მილიარდი დოლარი დასჭირდება.

მისივე ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის ინფრასტრუქტურას 100 მილიარდი დოლარის ოდენობის პირდაპირი ზიანი მიაყენა.

„აღდგენის დაფინანსების ძირითადი წყარო უნდა იყოს რუსეთის და რუსი ოლიგარქების ჩამორთმეული აქტივები. რუსეთის ხელისუფლებამ დაიწყო ეს სისხლიანი ომი. მათ გამოიწვიეს მასობრივი განადგურება და მათ უნდა აგონ პასუხი ამაზე“, – აღნიშნა დენის შმიგალმა ლუგანოში მიმდინარე კონფერენციაში, რომელშიც 40-ზე მეტი სახელმწიფო მონაწილეობა.

ზელენსკიმ უკრაინის აღდგენის საკუთარი გეგმა წარადგინა

მსგავსი თემები