კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, კანადა უკრაინის მხარდასაჭერად რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს.
სანქციები შეეხება – რუსეთის თავდაცვის სექტორთან დაკავშირებულ 6 ფიზიკურ და 46 იურიდიულ პირს; უკრაინის 15 მოქალაქეს, რომლებიც მხარს რუსულ ოკუპაციას უჭერენ და 13 სამთავრობო პირს ბელარუსიდან.