ლისიჩანსკზე სარაკეტო დარტყმის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი გაიდაის ინფორმაციით, ლისიჩანსკზე რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა,  23 პირი კი დაშავდა.

სარაკეტო თავდასხმამდე  გაიდაი მოქალაქეებს მოუწოდებდა, სასწრაფოდ დაეტოვებინათ ლისიჩანსკი მოსალოდნელი, რეალური საფრთხის გამო.

შეგახსენებთ, ლისიჩანსკი ლუგანსკის ოლქში უკანასკნელი მსხვილი ქალაქია, რომელსაც უკრაინული ძალები აკონტროლებენ.

მსგავსი თემები