,,მოლდოვა უკრაინისგან არ უნდა გამოვყოთ, საქართველო გეოპოლიტიკურად განსხვავებულ ადგილზეა”- ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ევროკავშირმა მკაფიო და პოზიტიური სიგნალი უნდა  გაუგზავნოს უკრაინასა და მოლდოვას საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

უცხოური მედიის ცნობით, საქართველოს საკითხი  იქნება განხილვის მაგიდაზე, როგორც პოტენციური კანდიდატი ქვეყანა, რომელიც მაკრონის თქმით, “გეოპოლიტიკურად განსხვავებულ ადგილზეა”.

,,მინდა, მკაფიო და პოზიტიური სიგნალი გამოვგზავნოთ, მაგრამ ჩვენ უნდა დავამყაროთ ერთსულოვნება ევროკავშირის წევრებს შორის. არ ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია გამოვყოთ მოლდოვა უკრაინისგან იმ პერსპექტივით, რომელიც ჩვენ გვაქვს”, – განაცხადა მაკრონმა.

მსგავსი თემები