ევროპული საბჭო ევროპარლამენტს სთხოვს სანქციების დარღვევა დანაშაულთა სიას დაემატოს

ევროპული საბჭო ევროპარლამენტს თხოვნით მიმართავს,  შემაკავებელი ზომების (სანქციების) დარღვევა ევროკავშირის დანაშაულთა სიას დაემატოს.

ევროპული საბჭოს განმარტებით, აღნიშნული ნაბიჯი უზრუნველყოფს ევროკავშირის ტერიტორიაზე სანქციების აღსრულების თანაბარ დონეს და სანქციებისთვის თავის არიდების მცდელობას.

,,უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის კონტექსტში ევროკავშირმა მიიღო რიგი შემაკავებელი ზომები და აუცილებელია ამ ზომების სრულად განხორციელება. ამჟამად წევრ ქვეყნებს აქვთ ძალიან განსხვავებული დეფინიციები იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს შემაკავებელი ზომების დარღვევა და რა სასჯელები უნდა იქნას გამოყენებული დარღვევის შემთხვევაში. ამან შეიძლება გამოიწვიოს სანქციების აღსრულების სხვადასხვა ხარისხი და ამ ზომების გვერდის ავლა, რაც პოტენციურად საშუალებას მისცემს სანქცირებულ პირებს გააგრძელონ წვდომა მათ აქტივებზე და მხარი დაუჭირონ ევროკავშირის ზომების მიზნობრივ რეჟიმებს”,- ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები