,,რუსეთი ამ დრომდე იღებს ევროპელებისგან დღეში თითქმის მილიარდ ევროს ენერგორესურსების მიწოდებისთვის”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, უკრაინის პარტნიორები  რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების მიღებას და იარაღის მიწოდების პროცესს აჭიანურებენ.

„უბრალოდ, შეხედეთ დღევანდელ სიტუაციას. რამდენი კვირაა, ცდილობს ევროკავშირი შეათანხმოს სანქციების მეექვსე პაკეტი. რუსეთი ამ დრომდე იღებს ევროპელებისგან დღეში თითქმის მილიარდ ევროს ენერგორესურსების მიწოდებისთვის. ცხადია, მადლობელი ვართ ჩვენი მეგობრების, რომლებიც ახალი სანქციებით გამოდიან, მაგრამ საიდან გაუჩნდა ამდენი ძალა მათ, ვინც სანქციების მეექვსე პაკეტს ბლოკავს? რატომ აძლევენ მათ ამ დრომდე ამ ძალას, მათ შორის შიდაპოლიტიკურ პროცედურებში?“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, დასავლეთი ვერ ბედავს რუსეთის საბანკო სისტემის სრულად სანქცირებას.

„უკვე რამდენიმე ხანია, ვიბრძვით, რომ უკრაინას მისცენ აუცილებელი იარაღი, რათა შევძლოთ შევცვალოთ ბრძოლის ხასიათი და დავიწყოთ მოძრაობა უფრო სწრაფად და გაბედულად ოკუპანტების განსადევნად. მათ შორის საუბარი მაქვს ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებზე. იმ სისტემებზე, რომლებიც რეალურად გვჭირდება, რათა შევაჩეროთ ეს აგრესია. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი ძალისხმევა მაინც გამოიღებს შედეგს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები