„მსოფლიოს კვლავ მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებდა კატასტროფამდე“ – ზელენსკი ჩერნობილზე

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურმა დირექტორმა პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა. როგორც რაფაელ გროსიმ აღნიშნა,

უკრაინას ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მიყენებული ზიანის გამოსწორებაში დაეხმარება, რომელიც ბირთვულ ობიექტს რუსული ძალების მიერ ოკუპაციის დროს მიადგა.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მსოფლიოს მორიგ კატასტროფამდე ერთი ნაბიჯი აშორებდა.

„დღეს, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი კატასტროფის 36 წლისთავზე, რუსული ჯარების გამო,  მსოფლიოს კვლავ მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებდა კატასტროფამდე.  ატომური ელექტროსადგური კიდევ ერთი საბრძოლო მოქმედების ზონა იყო, სადაც რუსები არ ზრუნავდნენ ბირთვულ უსაფრთხოებაზე“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე შეფასებით, შექმნილი მდგომარეობა მიუთითებს რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების საშიშროებაზე.

„საფრთხის დონის გათვალისწინებით, ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთს არ აქვს უფლება გადააქციოს ბირთვული ენერგია იარაღად და აშანტაჟოს მსოფლიო ბირთვული იარაღის გამოყენებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები