პუტინი ირწმუნება, რომ „აზოვსტალიდან“  მშვიდობიან მოსახლეობას უკრაინული მხარე არ უშვებს

ვლადიმერ პუტინი ირწმუნება, რომ ის მოწადინებულია, „აზოვსტალის ქარხანაში“ მშვიდობიანმა მოსახლეობამ ტერიტორია დატოვოს, თუმცა, მათ ამის საშუალებას უკრაინული მხარე არ აძლევს. აღნიშნული განცხადება მან გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიუ გუტერეშთან შეხვედრისას გააკეთა და ზელენსკის ხელისუფლება „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებს შეადარა.

„უკრაინის ხელისუფლებისგან გვესმის, რომ იქ არიან სამოქალაქო პირები. ასეთ შემთხვევაში, უკრაინის შეიარაღებული არმიის სამხედრო მოსამსახურეები ვალდებულები არიან, ისინი გამოუშვან. თუ არა და ისინი მოქმედებენ როგორც ტერორისტები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, როგორც “ისლამური სახელმწიფო” სირიაში, რომელიც ეფარება სამოქალაქო მოსახლეობას. ყველაზე მარტივი, რაც უნდა გაკეთდეს – გამოუშვან ეს ადამიანები. რა არის ამაზე მარტივი“, – აცხადებს ვლადიმერ პუტინი.

მისი თქმით ზელენსკის ხელისუფლება მშვიდობიანი მოსახლეობის ფარად იყენებს, რაც დანაშაულია. შეგახსენებთ რომ გაეროს გენერალური მდივანი მოსკოვში ჩავიდა და პუტინს შეხვდა. ანტონიო გუტერეში ვოლოდიმერ ზელენსკისაც შეხვდება.

 

მსგავსი თემები