შეიარაღებისა და აღჭურვილობისთვის ევროკავშირმა უკრაინისთვის დამატებით 500 მილიონი ევრო დაამტკიცა. ევროპის საბჭოს ინფორმაციით, თანხა მთლიანად მიმართულია სამხედრო დახმარებისთვის.
„მომდევნო რამდენიმე კვირა გადამწყვეტი იქნება. რუსეთი ემზადება უკრაინის აღმოსავლეთში შეტევის განხორციელებისთვის. ამიტომ, უმნიშვნელოვანესია, გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა“ – ასეთია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის გზავნილი.