უკრაინაში მყოფი პრეზიდენტები ქვეყნის აღდგენის „მარშალის გეგმის“ მსგავს გეგმას უჭერენ მხარს

უკრაინის მხარდასაჭერად, ოთხი ქვეყნის პრეზიდენტი კიევში იმყოფება. მათ შეხვედრა გამართეს ვოლოდიმირ ზელენსკისთან და დაათვალიერეს ის ქალაქები, სადაც რუსეთმა სისასტიკე ჩაიდინა.

ლატვიის პრეზიდენტი ეგილს ლევიტსი უკრაინის აღდგენისთვის „მარშალის გეგმის“ მსგავსი გეგმის მინიჭებას უჭერს მხარს.

,,ირპენსა და ბოროდიანკსა რუსული ნგრევის ახალი კვალი ატყვია. სახლების, ეკლესიებისა და ხიდების დანგრეულია. უკრაინა იმსახურებს დიდ ძალებს აღმშენებლობისთვის, როგორიცაა მარშალის გეგმა, რომელიც დასავლეთ ევროპას მეორე მსოფლიო ომისგან გამოჯანმრთელებაში დაეხმარა. მოვიდა დრო დაგეგმვის“, – უკრაინაში მყოფმა ლევიტსმა.

აღნიშნულ ინიციატივას პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდაც იზიარებს.

განცხადება ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამაც გაავრცელა და აღნიშნა, რომ ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პრეზიდენტებთან ერთად, სრულ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას.

„ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პრეზიდენტებთან ერთად გამოვხატეთ სრული მხარდაჭერა უკრაინისადმი. ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირში უკრაინის წევრობის ადვოკატირებას და ამ გმირული ერს ომის საშინელებების დაძლევაში დახმარებას. ერთიანობა ჩვენი ძალაა. ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით მის გამარჯვებამდე“, – აცხადებს გიტანას ნაუსედა.

მსგავსი თემები