„მუდმივად მაქვს შიში, რომ შეიძლება ადამიანი გელაპარაკება და უცებ შეიძლება დაეცეს“ – გიული ალასანია

ქვეყნის მესამე პრეზიდენტი კლინიკაში დედამ – გიული ალასანიამ მოინახულა. როგორც მან მედიასთან განაცხადა, ვითარება უცვლელია, მისი შვილი სუსტადაა და შეიძლება, ნებისმიერ დროს წაიქცეს.

„საკმაოდ სუსტადაა. მუდმივად მაქვს შიში, რომ შეიძლება ადამიანი გელაპარაკება და უცებ შეიძლება დაეცეს. ძალიან მეშინია ამ პროცესის, ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს სწორედ საზღვარგარეთ გადაყვანა”, – განაცხადა კლინიკიდან გამოსულმა გიული ალასანიამ მედიასთან.

გიული ალასანია არ გამორიცხავს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვეტილება შეცვალოს და საზღვარგარეთ გაყვანაზე თანხმობა განაცხადოს.

 

მსგავსი თემები