ერთი გარდაიცვალა, 8 კი დაშავდა

ხარაგაულში, კერძოდ კი ვერტყვიჭალაში სამშენებლო საამქროს მსუბუქი კონსტრუქცია ჩამოინგრა, რის შედეგადაც საამქროში დასაქმებულმა ექვსმა ადამიანმა მიიღო სხეულის დაზიანება, ხოლო ერთი გარდაიცვალა.

დაშავებულები გადაყვანილები არიან ზესტაფონის, ხაშურის და თერჯოლის სამკურნალო დაწესებულებებში. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო, სამაშველო, სასწრაფო დახმარების სამსახურები. გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებულია გამოძიება.

რკინის საამქრო, სადაც ტრაგედია დატრიალდა, იმ ჩინურ კომპანიას ეკუთვნის და ჩქაროსნული მაგისტრალი შენდებოდა. დაშავებულებს შორის ჩინელებიც არიან.

მსგავსი თემები