მთაწმინდის არჩევნებში მონაწილეობაზე შალვა შავგულიძეც ფიქრობს

თბილისში, მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას, სავარაუდოდ, ყოფილი დეპუტატი, „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი შალვა შავგულიძეც მიიღებს. თავად შავგულიძე „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აცხადებს, რომ ამ ეტაპისთვის, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს. „საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ზოგადად, ამ საკითხზე გუნდში ვფიქრობთ, მაგრამ რომ გითხრათ, რომ გადაწყვეტილი მაქვს, ასე არ არის. მონაწილეობა-არმონაწილეობა დამოკიდებულია რაღაც-რაღაც ფაქტორებსა და კონფიგურაციებზე. თუმცა, არ დაგიმალავთ, რომ აქტიურად განვიხილავთ. ხვალ, გერმანიაში მივემგზავრები და რომ დავბრუნდები, მომავალ კვირას, ყველაფერი მეცოდინება“, – განუცხადა შავგულიძემ „მედიაცენტრ მთავარს“. პარლამენტში მთაწმინდის ოლქის დეპუტატის სავარძელი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში იყარა კენჭი.…

მეტი...

წერილის წერილი – ტვ „პირველი“ არხის გაკონტროლების მცდელობაზე საუბრობს

„წერილი თუ სიხარული“ – ასე გაეხუმრა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში ჟურნალისტებს, რომელსაც „თიბისი“ ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე მუქარის წერილის გაგზავნაში ადანაშაულებს. პროკურატურამ დღეს ხაზარაძის მიერ წარდგენილი წერილი გაასაჯაროვა, სადაც ტელეკომპანია „პირველიც“ ფიგურირებს. პროკურატურის განცხადებას კი ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელმა უპასუხა, რომელიც აცხადებს, რომ „ხმაურიანი წერილი“ ტელეკომპანიის მხრიდან აღქმულია, როგორც ტელეკომპანიის გაკონტროლების მცდელობად. „გამოქვეყნებული წერილის შინაარსი “ტვ პირველის” მხრიდან აღქმულია, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არხის გაკონტროლების სურვილი, რადგან 11 წლის წინანდელ საქმეში, რომლითაც ხაზარაძეს დაუპირისპირდნენ, მოგეხსენებათ, ჩემი კომპანიები და ინიციალებიც ფიგურირებს. მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სწორედ ამის გამო…

მეტი...

ყველამ თავი დაანებოს პოლიტიკური იმუნიტეტის შექმნის მცდელობას – ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, მამუკა ხაზარაძის წერილთან დაკავშირებულ სკანდალზე კომენტარს აკეთებს და სასაცილოდ მიიჩნევს, კომუნიკაციების საუკუნეში იმით აპელირებას, თითქოს, ასეთი “უსტარის მეშვეობით ხდება ვიღაცის მიმართ ვითომდა მუქარა და ვითომდა შანტაჟი”. ოხანაშვილის თქმით, აღნიშნული უნდა იყოს გამოძიებული.   “აფიორების დრო დასრულდა ამ ქვეყანაში. სამართლებრივი სახელმწიფო ნიშნავს იმას, რომ ყველა პროცედურის დაცვით უნდა მოხდეს სამართალწარმოების განხორციელება. კომუნიკაციების საუკუნეში ფარატინა ქაღალდზე დაყრდნობით, თურმე ასეთი ფორმით წარდგენილ თითქოსდა შანტაჟზე უნდა გამოვიდეთ ჩვენ და ვამტკიცოთ, რომ ვიღაცამ გაბედა, თურმე მუქარა და შანტაჟი. ეს არის აბსურდის თეატრი. შესაბამისად, ყველამ თავი დაანებოს პოლიტიკური იმუნიტეტის შექმნის მცდელობას, პოლიტიკურ…

მეტი...

გაერო მხარს უჭერს საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციურ განვითარებას – ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი კომიტეტის ინსტიტუციური განვითარების საკითხებთან დაკავშირებით UNDP-ის საერთაშორისო ექსპერტს საპარლამენტო განვითარების დარგში, ჯონათან მერფის და ევროკავშირისა და UNDP-ის საერთო პროექტის „საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გამტკიცება საქართველოში“ მენეჯერს, სოფო გურულს შეხვდა.  მხარეებმა კომიტეტის ინსტიტუციურ განვითარებასა და გაძლიერებაზე, აპარატის თანამშრომლების გადამზადებასა და მათ მხარდაჭერაზე ისაუბრეს. „ გაეროს განვითარების პროგრამა მხარს უჭერს საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციურ განვითარებას, ადამიანური რესურსების სწორად დაგეგმვას, ტრენინგების ჩატარებას თანამშრომლებისთვის და ზოგადად, მენეჯმენტის გაუმჯობესებას საქართველოს პარლამენტში და საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მეტი...

ჭარბი გამონაბოლქვის დაფიქსირების შემთხვევაში ავტომობილი ტექდათვალიერებას ვერ გაივლის

​ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, შალვა ურიადმყოფელის განცხადებით, ავტომობილი არასწორი წვის შედეგად ჭარბი გამონაბოლქვის დაფიქსირების შემთხვევაში, ტექდათვალიერებას ვერ გაივლის. შალვა ურიადმყოფელის განცხადებით, ტექნიკური ინსპექტირების ნაწილში რეგულაციები დღეიდან მკაცრდება. „იყო შემთხვევები, როცა მაჩვენებლები იყო ნორმაში, თუმცა ავტოსატრანსპორტო საშუალებას მაინც ჰქონდა მოჭარბებული კვამლიანობა. სწორედ ამიტომ, გამონაბოლქვში მავნე ნივთიერების – ნახშირბადის მონოქსიდის (CO) შემცველობის შემოწმების გარდა, ყურადღება მიექცევა გამონაბოლქვის ვიზუალურ მხარესაც. მაგალითად, თუ სატრანსპორტო საშუალებას გამონაბოლქვში ნახშირბადის მონოქსიდის შემცველობა ნორმის ფარგლებში აღმოაჩნდება, მაგრამ ტექნიკურად არასწორი წვის შედეგად დაფიქსირდება მოჭარბებული კვამლი, ავტომობილი დახარვეზდება. ეს საგრძნობლად იმოქმედებს ავტოპარკზე და გამონაბოლქვის პრობლემა საგრძნობლად…

მეტი...

არ შევეგუებით ტერიტორიების ოკუპაციას, ადამიანების გატაცებას და მცოცავ ხაზებს – პრეზიდენტი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან მუქარის, აგრესიის, ზემოქმედების, ომის, ოკუპაციის მიუხედავად, საქართველოს არ გადაუხვევია სახელმწიფოებრივი მშენებლობის, დემოკრატიის გამყარების, ეკონომიკის გაძლიერების, დამოუკიდებლობის განმტკიცების გზიდან. არ შეეგუება ტერიტორიების ოკუპაციას, ქვეყნის მოქალაქეების გატაცებებს და მცოცავ ხაზებს, რაც მისივე თქმით, ძალადობისა და შანტაჟის პოლიტიკის ნაწილია.   პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, საქართველოში ჩატარებულმა სამხედრო თუ პოლიტიკურმა რეფორმებმა მაღალი შეფასება მიიღო. ამის პირდაპირი ნიშანია 2019 წელს დაგეგმილი მთელი რიგი ღონისძიებები, ნატოს გენერალური მდივნის, სამხედრო კომიტეტის, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სტუმრობა და მასშტაბური წვრთნების ჩატარება; შავი ზღვის უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების საკითხების მიმართ გაზრდილი ინტერესი და თანამშრომლობის გაღრმავება. ​როგორც…

მეტი...

პროკურატურა, ხაზარაძის მუქარის წერილთან დაკავშირებით ძიებას ვერ აგრძელებს

გენერალური პროკურატურა “თიბისი” ბანკის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ხაზარაძემ პროკურატურას კომპიუტერულ პრინტერზე დაბეჭდილი ე.წ. დოკუმენტი წარუდგინა, რომელსაც არანაირი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და ნიშნები არ გააჩნია. შესაბამისად, პროკურატურა, ამ ეტაპზე ძიებას ვერ აგრძელებს. “გამოძიება, ამ ეტაპზე, მოკლებულია მამუკა ხაზარაძის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმების და მისი უტყუარობის დადგენის შესაძლებლობას, რადგან ვერც დოკუმენტის ავთენტიკურობის დადგენის მიზნით მოახდენს ექსპერტული კვლევის ინიცირებას, რადგან სახეზე მხოლოდ ე.წ. დოკუმენტის ასლია და ვერც ე.წ. შუამავალს დაკითხავს, მოწმე ხაზარაძის მიერ მისი ვინაობის გაუმჟღავნებლობის გამო. გარდა ამისა, მან, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ დაასახელა იმ შუამავლის ვინაობა, ვინც…

მეტი...

საფრანგეთი და გერმანია საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო კვოტებს გამოყოფენ – პრეზიდენტი

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში, ანგარიშით გამოსვლისას, უცხოეთში განხორციელებული პირველი ვიზიტები შეაფასა და საქართველოს პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის შედეგებზეც ისაუბრა. ​მისი თქმით, საფრანგეთი და გერმანია მხარს უჭერენ საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო კვოტების გამოყოფას, რამაც უნდა შეამციროს არალეგალური მიგრაცია და იმავდროულად, ხელი შეუწყოს მოქალაქეებს პროფესიული განათლების მიღებაში. როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, საფრანგეთში პრეზიდენტის რანგში  ვიზიტმა, მას საშუალება მისცა, მთელი ქვეყნის სახელით გადაეხადა მადლობა  საფრანგეთისთვის იმისთვის, რომ 1921 წლის შემდეგ შეიფარა საქართველოს პოლიტიკური ემიგრაცია, ხელი შეუწყო საგანძურის დაბრუნებას, 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს ცეცხლის შეწყვეტის პროცესში საქართველოს დახმარება აღმოუჩინა. “მეტად სიმბოლურია პრეზიდენტების ხელმოწერით დიმიტრი ამილახვრის დიალოგის…

მეტი...

პრეზიდენტი პარლამენტს ურჩევს, მოსამართლეების დანიშვნისას ქართული რეალობა გაითვალისწინონ

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, უზენაესი სასამარლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნისას, საჭიროა, ის საერთაშორისო სტანდარტები გაითვალისწინონ, რომლებიც ჩვენს რეალობას მოერგება. “საკანონმდებლო ორგანო პასუხისმგებელია, მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც, ერთი მხრივ, გაითვალისწინებს საერთაშორისო სტანდარტებს, ხოლო მეორე მხრივ, ყველაზე უკეთ მოერგება ქართულ რეალობას. ამის შედეგი სასამართლოს მიმართ ნდობის ამაღლება იქნება. ჩვენი საზოგადოების კონსოლიდაცია და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება სასამართლო სისტემის გაძლიერებაზე დგას და გადის. აღსანიშნავია, რომ საზღვარგარეთ ყველა ჩემი შეხვედრის დროს ხაზს უსვამდნენ სასამართლოს სისტემის მდგრადობას, ამიტომ ამ პროცესს ვაკვირდები,”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში.

მეტი...

ხორავას ქუჩის ტრაგედია ქვეყანაში დაგროვილი სიძულვილის შედეგია – პრეზიდენტი

​პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, უმძიმესი ტრაგედია, რომელიც თბილისში, ხორავას ქუჩაზე, 2017 წელს მოხდა, წლების განმავლობაში ქვეყანაში დაგროვილი სიძულვილისა და ერთმანეთის გაუტანლობის შედეგია. ​როგორც პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის დეფიციტია, საზოგადოება და პირველ რიგში, ახალგაზრდები კი პოლიტიკოსებისგან მაგალითს ელოდებიან. საზოგადოებრივი თანხმობა არის ერთადერთი პასუხი ამ მოლოდინზე. ​“მე გამოვედი ასეთი ინიციატივით, რამაც გამოიწვია ორმაგი დამოკიდებულება და შიში იმისა, რომ იგი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისკენ იყო მიმართული. ერთი მხრივ, გამოხატვის თავისუფლების დაცვა არის უმთავრესი პრინციპი, რაზეც დგას თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფო. მეორე მხრივ კი, ვერ დავხუჭავთ თვალს იმ საფრთხეზე, რომელიც კონკრეტულ ადამიანებს და…

მეტი...

შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროში გადავა, საბოლოო გადაწყვეტილებას პრეზიდენტი მიიღებს

პრეზიდენტთან არსებული ​შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროში გადავა. კომისიაში დამატებით სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენლები ჩაერთვებიან, რომლებიც განიხილავს განცხადებებს და შესაბამის რეკომენდაციებს მოამზადებენ. საბოლოო გადაწყვეტილება კი პრეზიდენტის პრეროგატივად დარჩება. როგორც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, საპარლამენტო გამოსვლისას განაცხადა, შეწყალების პრაქტიკა, რომელიც წინა პრეზიდენტების დროს არსებობდა, ზოგჯერ უფრო ამნისტიას ემსგავსებოდა, ვიდრე იმ კონცეფციას, რომელიც საფუძვლად უდევს პრეზიდენტის დისკრეციულ უფლებას. ​მისივე განმარტებით, ამნისტია ზოგად კრიტერიუმებზე დაფუძნებული სრულიად სხვა სამართლებრივი ფორმაა, რომელიც მოიცავს სასჯელისგან გასათავისუფლებელ პირთა ფართო წრეს. “პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არც პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების შემცვლელია და არც სასამართლოს ხარვეზების გამოსწორების მექანიზმი. შეწყალების დისკრეციული უფლება ნიშნავს…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი მოსამართლეებს ურჩევს, პოლიტიკური განცხადებებისგან თავი შეიკავონ

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მოსამართლეებს პროფესიის შესაფერისი თავშეკავება ევალებათ და მიუღებელია, პოლიტიკური განცხადებები აკეთონ.  “მთავარი მამოძრავებელი ძალა სასამართლოს მიმართ არის ნდობის გამყარება და გაძლიერება. იმედი მაქვს, ამ საზომით იმსჯელებს საკანონმდებლო ორგანო, რომელიც მოსამართლეების გამწესების კრიტერიუმებზე მუშაობს. ერთადერთი რამ, რაც პრეზიდენტს შეუძლია, არის შეახსენოს ყველა მოსამართლეს, რომ მათ პროფესიის შესაფერისი თავშეკავება ევალებათ. მიუღებელია, პოლიტიკური განცხადებების კეთება. ეს უარყოფითად აისახება სასამართლოს მიმართ ნდობაზე. მოგეხსენებათ, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას მხარს უჭერს ვენეციის კომისიაც. ასევე, უვადოდ დანიშვნის პრაქტიკა არსებობს რიგ ქვეყნებში, თუმცა მათი შერჩევის პროცედურები ძალიან მაღალი მოთხოვნებითა და კრიტერიუმებით ხასიათდება. ამ საკითხის სიფაქიზიდან…

მეტი...

ტაქსებს ტექდათვალიერება წელიწადში ორჯერ მოუწევთ

ტაქსის მფლობელებისთის რეგულაციები მკაცრდება. კერძოდ, მათ, ავტომანქანის ტექდათვალიერების გავლა წელიწადში ორჯერ მოუწევთ. როგორც ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, შალვა ურიადმყოფელმა აღნიშნა, ტაქსის მფლობელები ტექნიკურ ინსპექტირებას ყოველ 6 თვეში დაექვემდებარებიან. “ტაქსის მფლობელები პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას დაექვემდებარებიან გამოშვების თარიღიდან ერთი წლის შემდეგ, ყოველ ექვს თვეში ერთხელ. ეს არის ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებსაც გადაჰყავთ მგზავრები და მათი ცვეთა უფრო მეტია, გადიან უფრო მეტ მანძილს, ვიდრე ჩვეულებრივი სატრანსპორტო საშუალებები. იმის გამო, რომ ასეთ ავტომობილებს ჰქონდეთ შენარჩუნებული კარგი ტექნიკური მდგომარეობა, დაექვემდებარებიან ინსპექტირებას წელიწადში ორჯერ”, – აღნიშნა შალვა ურიადმყოფელმა.

მეტი...

“სწორად ვაფასებ ეკა ბესელიას ნაბიჯს, ის იძულებული გახდა წასულიყო” – სოსო ჯაჭვლიანი

პარლამენტის ყოფილი წევრი სოსო ჯაჭვლიანი, ყოფილი თანაგუნდელის, დეპუტატ ეკა ბესელიას გადაწყვეტილებას იწონებს და აცხადებს, რომ “ქართულ ოცნებაში” წმენდაა ჩასატარებელი.  “წმენდა აუცილებლად ჩასატარებელია. ​ეკა ბესელია, როცა იყო იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ხომ უნდა შემოსულიყო მასთან იმ მოსამართლეების სია და განხილულიყო მათი კანდიდატურები. რა მორალში ჯდება იმ მოსამართლეების საკითხის განხილვა, რომლებმაც ეკა ბესელია და უამრავი ადამიანი ამ მდგომარეობაში ჩააყენეს. მე სწორად ვაფასებ ბესელიას ნაბიჯს რომ გადადგა. ის ვითარების გამო გახდა იძულებული წასულიყო მმართველი გუნდიდან”, – განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა “მედიაცენტრ მთავარში”.   კითხვაზე, თუ თავად სოსო ჯაჭვლიანი სად მოიაზრებს საკუთარ თავს, ჯაჭვლიანმა განაცხადა, რომ ის ერთი…

მეტი...

„საპარლამენტო ოპოზიციამ აღიარა, რომ მათ პოლიტიკური კულტურა არ გააჩნიათ“ – დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტში, ოპოზიციის ქმედებას პოლიტიკურ უკულტურობას უწოდებს. დეპუტატი აღნიშნავს, რომ ინსტიტუციებისადამი პატივისცემა არა მხოლოდ სიტყვით, არამედ, საქმით უნდა დამტკიცდეს. „დღეს, საპარლამენტო ოპოზიციამ თავად აღიარა, რომ პოლიტიკური კულტურა არ გააჩნიათ, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია. საქმე იმაშია, რომ ისინი ამაზე სხვას მიუთითებენ, თავად კი ინსტიტუტებისადმი პატივისცემას მხოლოდ სიტყვიერად გამოხატავენ. ეს ქმედება გამართლებულია იმით, რომ მათ დღეს სათქმელი არაფერი ჰქონდათ. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელებას პირველივე დღეებიდან წარმატებით შეუდგა. ის იტენსიურად ხვდება ევროპელ ლიდერებს, ამყარებს ჩვენი ქვეყნის საგარეო იმიჯს და ღირსეულად იცავს საქართველოს ინტერესებს. ამ ფონზე, ოპონენტებს პარლამენტში ან…

მეტი...

„ირაკლი ღარიბაშვილს, სხვებისგან განსხვავებით, უკან ქვები არ უსვრია“ – დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით გამოწვეულ აჟიოტაჟს რეალურ მოვლენად აფასებს და თვლის, რომ ეს იყო ცუდი სიურპრიზი ოპოზიციისთვის, ხოლო კარგი სიურპრიზი ხალხისთვის. „ხანგრძლივ პერიოდზე გათვლილი პოლიტიკა სწორედ ისეთ სვლებს მოითხოვს, როგორიც დღეს განხორციელდა – პოლიტიკიდან გაიყვანო პიროვნება მაშინ, როდესაც მისი რეიტინგი ზენიტშია და შემოიყვანო მაშინ, როდესაც გსურს პოლიტიკური ტემპერატურის აწევა გადამწყყვეტ მომენტში. ასე რომ, ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ორ მიზანს ემსახურება: მოახდინოს მობილიზება პარტიაში და ხალხმაც იგრძნოს რეალური ცვლილებები, რაც ხისტი პოლიტიკის გატარების გარეშე შეუძლებელია. დღეს სწორედ ეს არის საზოგადოების მოთხოვნა“ – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი…

მეტი...

„ის ადამიანები, ვინც ამინდს ქმნიან, გულნატკენები არიან“ – ე.წ. ძველი გვარდია „ქართულ ოცნებას“

„ქართული ოცნების“ ე.წ. ძველ გვარდიელები ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ველზე მიტოვებული ადამიანების მობრუნება და გამოყენება მნიშვნელოვანია. დაგროვილ პრობლემებსა და განაწყენების მიზეზებზე „ძველი გვარდიის“ წარმომადგენლებმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრეს. „ჩვენ თავიდანვე ვიყავით იმ პერიპეტიებში, რასაც პარტიული თუ საპარლამენტო ცხოვრება ჰქვია. ის, რაც ბატონმა ირაკლიმ გააჟღერა, რომ დაბრუნდა გუნდის გასაძლიერებლად, კოორდინაციის მაღალ რანგში ასაყვანად, ეს ყველა ჩვენთაგანისთვის საინტერესო გზავნილია. ძალიან ბევრი ჩვენი თანამებრძოლი გულნატკენია. განსაკუთრებით საუბარია იმ ადამიანებზე, ვინც რეგიონებში ამინდს ქმნიან. ამ ადამიანების უკან მობრუნება და მათი გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა დავით ლორთქიფანიძემ „მედიაცენტრ მთავარში“. მისი განცხადებით, ძალიან…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი იმ დროს წავიდა თანამდებობიდან, როცა ამას არ ველოდით – სოსო ჯაჭვლიანი

პარლამენტის ყოფილი წევრ სოსო ჯაჭვლიანის განცხადებით, ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი იმ დროს წავიდა მთავრობის მეთაურის თანამდებობიდან, როცა ამას საზოგადოება ყველაზე ნაკლებად ელოდა და ბუნებრივად ჩნდებოდა კითხვები.   როგორც სოსო ჯაჭვლიანმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იგი მიესალმება ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას. ​მისი შეფასებით, ღარიბაშვილი ახალგაზრდა, ენერგიული კაცია და მან უზარმაზარი პრაქტიკა მიიღო, იმ წლების განმავლობაში, როცა ქვეყნის მთავრობის მეთაური იყო, ის ხისტი განცხადებებით გამოირჩეოდა. “დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს, მართლა თავის სახელს დაარქმევს. კოჰაბიტაციაზე როცა მიდიოდა ლაპარაკი, ბიძინა ივანიშვილს ამით ჰუმანური ნაბიჯის გადადგმა სურდა. პირადად მე, “ნაციონალებთან” არასდროს შევალ კოჰაბიტაციაში, მაგრამ ხომ არის მომენტი, როცა…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი “ქართული ოცნებისთვის” მეორე სუნთქვა იქნება – სოსო ჯაჭვლიანი

პარლამენტის ყოფილი წევრი სოსო ჯაჭვლიანი, დადებითად აფასებს ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას და აცხადებს, რომ ის არის ადამიანი, ვისთან ერთადაც შექმნეს “ქართული ოცნება” და იციან მისი განწყობის შესახებ.   როგორც სოსო ჯაჭვლიანმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ირაკლი ღარიბაშვილი მმართველი გუნდისთვის მეორე სუნთქვა იქნება.   “ჩვენ არ ვართ მიტოვებულები, ჩვენ ვართ სახტად დარჩენილები. ყველაფერი, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, ჩემში გაკვირვებას იწვევდა. “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში 2012 წელს მოვიდა. არ დავიწყებ იმ დაპირებებზე ლაპარაკს, რასაც ამომრჩეველს ვპირდებოდით, მაგრამ ფაქტია, რომ ხალხი დღეს,  განაწყენებულია. ჩვენთვის პარტიის კარი არასდროს ყოფილა დაკეტილი, მაგრამ მოხდა ისე, რომ ის ადამიანები,…

მეტი...

სერგო მეთოფიშვილისა და დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღდეგ დეპუტატებმა სარჩელი შეიტანეს

საქართველოს პარლამენტის წევრებმა: ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა და გედევან ფოფხაძემ  მოსამართლეებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების – სერგო მეთოფიშვილისა და დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღმდეგ, დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საჩივრით მიმართეს. ისინი ითხოვენ, ამ მოსამართლეების მიმართ კანონის თანახმად დაიწყოს  მიუკერძოებელი და ობიექტური სამართალწარმოება და მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. საჩივრის მიხედვით, მოსამართლეების განცხადებები არის ცალსახად პოლიტიკური შინაარსის მატარებელი. ისინი სცდება პროფესიულ შეფასებას და გამოთქმული მოსაზრებები აღიქმება, როგორც პროცესებისადმი პოლიტიკური შეფასება და ლანძღვა.  საჩივრის ავტორები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული მოსამართლეების ბოლო დროინდელი განცხადებები, რომლებსაც ისინი სოციალური ქსელებისა და სატელევიზიო გადაცემებში აკეთებენ, უხეშად…

მეტი...

თბილისის ქუჩები A,B,C კატეგორიებად დაიყოფა – ზონალური პარკირება

თბილისში ზონალური პარკირების თემაზე, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები შეხვდნენ და მათი რეკომენდაციები მოისმინეს.   შეხვედრაში, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ფრაქცია“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი, სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო ისაკაძე და საკრებულოს უმრავლესობის წევრები მონაწილეობდნენ. თედო ისაკაძის განცხადებით, დედაქალაქის ქუჩები დაიყოფა A,B,C კატეგორიებად და უნდა განისაზღვროს მინიმალური და მაქსიმალური ტარიფები ზონების მიხედვით. ყველაზე მაღალი ფასი C კატეგორიის ქუჩებზე დაწესდება. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის საკრებულოში განუცხადეს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, ზონალური პარკირების საპილოტე პროექტის სქემა გააცნეს, რომელიც კოტე აფხაზის ქუჩას და მიმდებარე ტერიტორიებს მოიცავს. ​ბექა დავითულიანის განცხადებით, საპილოტე პროექტის…

მეტი...

“გავიდა 3 წელი, პორტი აშენდა? რატომ დაირღვა ვადები?“ – ღარიბაშვილი ხაზარაძეზე

ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ანაკლიის პორტის საკითხზე კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ბოლო 3 წელია არ არის ამ საკითხში ჩართული, ამდენად პრობლემის დეტალები მისთვის უცნობია. ღარიბაშვილის აზრით, ბიძინა ივანიშვილი რომ იყოს ამ პორტით დაინტერესებული, მას ვერავინ დაუშლიდა მონაწილეობას.  “რაც შეეხება ანაკლიის პორტს, პირველი შეკითხვა რაც მიჩნდება, სამი წელი გავიდა და როგორც მახსოვს, 2016 წელს მოიგეს ეს ტენდერი. რატომ დაირღვა ვადები და რატომ არ დაიწყო ამ პორტის მშენებლობა? ხომ არ იყო პრობლემა ის, რომ დაფინანსება ვერ მოიპოვეს თავის დროზე? ან უბრალოდ, საინტერესო პროექტი არ იყო? მე არ ვიცი, დაინტერესდნენ ამით ექსპერტები თუ…

მეტი...

„ჩვენ მივიღეთ ხელახალი ოკუპაცია… არ უნდა შემოუძღვე რუსულ ჯარს“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი რუსულ ოკუპაციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ყოფილი ხელისუფლების პირობებში, ქვეყანამ მეტი ტერიტორიები დაკარგა. „როდესაც გაქვს პრეტენზია, რომ ხარ გონიერი მმართველი, სახელმწიფოს მართავ და შენს ხალხზე ზრუნავ, იღებ პასუხისმგებლობას ხალხზე, შენ უნდა იყო ვალდებული, რომ დაიცვა შენი მოქალაქეები და სახელმწიფო და არ დაკარგო ტერიტორიები. შენ თავიდან უნდა აიცილო ის დიდი განსაცდელი, როგორიც არის ტერიტორიების ოკუპაცია და არ უნდა შემოუძღვე, ასე ვთქვათ, რუსულ ჯარს. ჩვენ მივიღეთ ხელახალი ოკუპაცია, კიდევ უფრო მეტი ტერიტორიების, ვიდრე იყო მანამდე, ეს შედეგია. საზოგადოება ამას ძალიან კარგად აცნობიერებს და ჩვენი შეხსენება ამას…

მეტი...

„სისხლიანი რეჟიმის“ გაკეთილშობილება პრაქტიკულად შეუძლებელია“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ხაზგასმით, მინდა ყველას შევახსენო, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, „ქართული ოცნების“, როგორც პოლიტიკური პარტიის გამარჯვება, იყო აბსოლუტურად შეუძლებელი და წარმოუდგენელი. ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს“ – აცხადებს პარტიის გასაძლიერებლად, პოლიტიკური მდივნის სტატუსით პოლიტიკაში დაბრუნებული ირაკლი ღარიბაშვილი. ის „ქართული ოცნების“ ყოფილ თუ ამჟამინდელ წევრებს შეახსენებს, ის მთავარი, ვინც ქვეყანას „სისხლიანი“ რეჟიმი ჩამოაშორა, არასდროს უნდა დაავიწყდეთ. „რომ არ ყოფილიყო ლიდერი, გამაერთიანებელი მთელი ამ პროცესების, რა თქმა უნდა, ვერ შეიცვლებოდა სააკაშვილის რეჟიმი. ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, ყველას უნდა ახსოვდეს, ვინც არის ”ქართული ოცნების“ წევრი. რა თქმა უნდა, ეს მოხდა ჩვენი ხალხის მეშვეობით, მაგრამ ხალხს ყოველთვის…

მეტი...

“დაპირება, რომელიც მოსახლეობას 2012 წელს მივეცით, პირნათლად უნდა შევასრულოთ“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ჩემი გული და გონება ყოველთვის იყო კონცენტრირებული იმ პროცესებზე, რომელიც მიმდინარეობდა ჩვენს ქვეყანაში. ეს ბუნებრივია, ამაში ალბათ გასაკვირი არაფერია. მით უმეტეს, ის ადამიანები გამიგებენ, ვინც ერთხელ უკვე იყვნენ პოლიტიკაში და გამოსცადეს მთელი ის თავისებურება, რომელიც ახლავს პოლიტიკაში ჩართულ ადამიანებს და ზოგადად, ამ პროცესებს“ – ასეთი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნებასთან დაკავშირებით. პარტიის პოლიტიკური მდივნის შეფასებით, პარტიაში დაგროვდა პრობლემები, რის გამოც, ბიძინა ივანიშვილის მსგავსად, მასაც მობრუნება მოუწია. „ბუნებრივია, მე ვღელავდი, ვინაიდან გარკვეული პრობლემები ჩამოყალიბდა ამ პერიოდში, რაზეც ჩვენი პარტიის თავმჯდომარემ ისაუბრა და რის გამოც, ის დაბრუნდა პოლიტიკაში. მეც, პრინციპში, შემიძლია…

მეტი...