სალომე ზურაბიშვილი მოსამართლეებს ურჩევს, პოლიტიკური განცხადებებისგან თავი შეიკავონ

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მოსამართლეებს პროფესიის შესაფერისი თავშეკავება ევალებათ და მიუღებელია, პოლიტიკური განცხადებები აკეთონ. 

“მთავარი მამოძრავებელი ძალა სასამართლოს მიმართ არის ნდობის გამყარება და გაძლიერება. იმედი მაქვს, ამ საზომით იმსჯელებს საკანონმდებლო ორგანო, რომელიც მოსამართლეების გამწესების კრიტერიუმებზე მუშაობს. ერთადერთი რამ, რაც პრეზიდენტს შეუძლია, არის შეახსენოს ყველა მოსამართლეს, რომ მათ პროფესიის შესაფერისი თავშეკავება ევალებათ. მიუღებელია, პოლიტიკური განცხადებების კეთება. ეს უარყოფითად აისახება სასამართლოს მიმართ ნდობაზე. მოგეხსენებათ, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას მხარს უჭერს ვენეციის კომისიაც. ასევე, უვადოდ დანიშვნის პრაქტიკა არსებობს რიგ ქვეყნებში, თუმცა მათი შერჩევის პროცედურები ძალიან მაღალი მოთხოვნებითა და კრიტერიუმებით ხასიათდება. ამ საკითხის სიფაქიზიდან გამომდინარე, სამუშაო პროცესში, ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება არ ივარგებს,”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მსგავსი თემები