პრეზიდენტი პარლამენტს ურჩევს, მოსამართლეების დანიშვნისას ქართული რეალობა გაითვალისწინონ

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, უზენაესი სასამარლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნისას, საჭიროა, ის საერთაშორისო სტანდარტები გაითვალისწინონ, რომლებიც ჩვენს რეალობას მოერგება.

“საკანონმდებლო ორგანო პასუხისმგებელია, მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც, ერთი მხრივ, გაითვალისწინებს საერთაშორისო სტანდარტებს, ხოლო მეორე მხრივ, ყველაზე უკეთ მოერგება ქართულ რეალობას. ამის შედეგი სასამართლოს მიმართ ნდობის ამაღლება იქნება. ჩვენი საზოგადოების კონსოლიდაცია და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება სასამართლო სისტემის გაძლიერებაზე დგას და გადის. აღსანიშნავია, რომ საზღვარგარეთ ყველა ჩემი შეხვედრის დროს ხაზს უსვამდნენ სასამართლოს სისტემის მდგრადობას, ამიტომ ამ პროცესს ვაკვირდები,”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში.

მსგავსი თემები