„საპარლამენტო ოპოზიციამ აღიარა, რომ მათ პოლიტიკური კულტურა არ გააჩნიათ“ – დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტში, ოპოზიციის ქმედებას პოლიტიკურ უკულტურობას უწოდებს. დეპუტატი აღნიშნავს, რომ ინსტიტუციებისადამი პატივისცემა არა მხოლოდ სიტყვით, არამედ, საქმით უნდა დამტკიცდეს.

„დღეს, საპარლამენტო ოპოზიციამ თავად აღიარა, რომ პოლიტიკური კულტურა არ გააჩნიათ, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია. საქმე იმაშია, რომ ისინი ამაზე სხვას მიუთითებენ, თავად კი ინსტიტუტებისადმი პატივისცემას მხოლოდ სიტყვიერად გამოხატავენ. ეს ქმედება გამართლებულია იმით, რომ მათ დღეს სათქმელი არაფერი ჰქონდათ. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელებას პირველივე დღეებიდან წარმატებით შეუდგა. ის იტენსიურად ხვდება ევროპელ ლიდერებს, ამყარებს ჩვენი ქვეყნის საგარეო იმიჯს და ღირსეულად იცავს საქართველოს ინტერესებს. ამ ფონზე, ოპონენტებს პარლამენტში ან მისი წარმატების აღიარება მოუწევდათ, ან სიცრუეზე დაფუძნებულ წინასაარჩევნო ნარატივში ჩარჩენა, რაც უკვე სრულიად არაადეკვატური იქნებოდა, ამიტომ საერთოდ აარიდეს თავი პროცესში მონაწილეობას,“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მსგავსი თემები