ზონალური პარკინგის დანერგვით ახალ ველოსიპედს არ ვიგონებთ – თბილისის საკრებულო

თბილისის საკრებულოს სხდომაზე დღეს, ზონალური პარკინგის საკითხზე იმსჯელეს. დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო ისაკაძის განცხადებით, საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწყობა ორ მთავარ პრინციპზე – ზონირებასა და ქრონომეტრაჟზეა დაფუძნებული. მადენად, თბილისის მთავრობა და მერი ქალაქის, მეურნეობის და დაგეგმარების მიმართულებით ახალ ველოსიპედს არ იგონებს, მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სამი წამყვანი კომპანია მუშაობას იმაზე, რომ  დედაქალაქში სწორად დაიგეგმოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ასევე, ყველა ექსპერტის რეკომენდაციაა ამ რეფორმის გატარება, თბილისის მერია საკითხს მაინც სიფრთხილით ეკიდება და იწყება საპილოტე პროგრამა, რაც მისასალმებელია. პირველ ეტაპზე ზონალური პარკინგი მხოლოდ კოტე აფხაზის ქუჩაზე განხორციელდება.   ზონალური პარკინგის საკითხზე მიღებული…

მეტი...

ეუთო-ს ანგარიშში აისახა ის, რომ ამომრჩეველს თავისუფალი არჩევანის საშუალება ჰქონდა – სოფიო ქაცარავა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა ეუთოს დასკვნას საქართველოში საპრეზიდენტო არჩენვებთან დაკავშირებით ეხმაურება და აცხადებს, რომ დასკვნის კომენტირებისას მთავარი გზავნილია, რომ ამომრჩეველს ჰქონდა საშუალება თავისუფალ გარემოში თავისი არჩევანი გაეკეთებინა. სოფო ქაცარავას განცხადებით, საპრეზიდნეტო არჩევნებისას საარჩევნო გარემო თავისუფალი იყო. მისი თქმით, ანგარიშთან დაკავშირებით მძიმე სურათის წარმოჩენა არასწორია. „ასეთი მძიმე სურათის წარმოჩენა ეუთოს ანგარიშთან დაკავშირებით ვთვლი რომ არასწორია. ეს არის ჯანსაღი პროცესი, როდესაც ეუთო აკვვირდება არჩევნებს სხვადასხვა ქვეყანაში და ანგარიშში ასახავს, როგორც პოზიტიურ მხარეებს, ასევე, რეკომენდაციებს. მთავარია, რომ ანგარიშში აისახა ის, რომ ამომრჩევლებს ჰქონდათ თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება, წინასაარჩევნო გარემო იყო…

მეტი...

„სწორად უნდა დავინახოთ შენიშვნები და რეკომენდაციები“ – დეპუტატები ეუთო-ს დასკვნაზე

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ეუთოს სამბოლოო დასკვნას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები აფასებენ. დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი რეკომენდაციები და შენიშვნები სწორად უნდა იყოს აღქმული და გაანალიზებული, რათა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს, უფრო მაღალი ლეგიტიმაცია ჰქონდეს. “გავაანალიზოთ და გამოსწორდეს ყველა ის შესაძლო  ხარვეზი, რომელიც 2020-ში კიდევ უფრო კარგს გახდის არჩევნებს და მაღალ ლეგიტიმაციას შესძენს ქართულ პოლიტიკურ სისტემას“ – აცხადებს დიმიტრი ცქიტიშვილი. მისი თქმით, საგულისხმოა ყველა დასკვნა და რეკომენდაცია, რომელიც არის გამოცემული. „ბევრ დარღვევაზე, რომელიც დაფიქსირებულია, თუ არის ამის საჭიროება საქმე აღიძრა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა. საპრეზიდენტო…

მეტი...

ავლაბარში ავარიული სახლების გამაგრების სამუშაოები დაიწყეს

თბილისის ისნის რაიონის გამგეობამ, ავლაბარში, ავარიული სახლების გამაგრების სამუშაოები სამ მისამართზე დაიწყო. ამ დროისთვის, საცხოვრებელი სახლის კონსტრუქციული მდგრადობისთვის სამუშაოები ქეთევან წამებულის გამზირის N63-ა-ში, კასპის ქუჩის N2-სა და არარატის ქუჩის N23-ში მიმდინარეობს. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ისნის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, გამაგრების სამუშაოები ავლაბარში წლეულს, უკვე მესამე სახლს უტარდება. პროექტის მიზანია შენობებს მდგრადობის ხანგრძლივი ვადით შენარჩუნება და ავარიულ სახლებში მცხოვრები ადამიანებისთვის საფრთხის აცილება. ​მათივე ინფორმაციით, პროექტები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება. სამივე მისამართზე მიმდინარე სამუშაოები გამგეობამ 132 369 ლარით დააფინანსა. ​ავარიული სახლების გამაგრების სამუშაო პროცესს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ…

მეტი...

სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის სპეციალური დედაენა შეიქმნება

სმენის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, ქართველი და უცხოელი სპეციალისტების განცხადებით, საქართველოში სმენის არმქონე და სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის სპეციალური დედაენის შექმნა იგეგმება. პროექტში საქველმოქმედო ფონდ „აი ია”-სთან ერთად ჩართულები არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და შპს „კინდ-სმენა“.

მეტი...

მთიულეთში, გოდერძი ჩოხელის სახლ-მუზეუმი აშენდება

მთიულეთში, კერძოდ გუდამაყარში, ქართველი მწერლის, სცენარისტის და კინორეჟისორის, გოდერძი ჩოხელის სახლ-მუზეუმი აშენდება. ორსართულიან შენობაში, მწერლის პირადი კაბინეტი, ორი საგამოფენო დარბაზი, ბიბლიოთეკა და ადმინისტრაციული სივრცე განთავსდება. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში განუცხადეს, გოდერძი ჩოხელის მშობლიურ სოფელში სახლ-მუზეუმის ​ სამშენებლო სამუშაოების დასრულება შემოდგომაზეა დაგეგმილი. ​გოდერძი ჩოხელი ცნობილი ქართველი მწერალი, პოეტი, სცენარისტი და კინორეჟისორია. ის გუდამაყარში, სოფელ ჩოხში 1954 წლის 2 ოქტომბერს დაიბადა. გამოცემული აქვს ლექსებისა და მოთხრობების კრებულები: „ბინდისფერი ხეობა“, „თევზის წერილები“, „შემინახე, დედაო მიწავ!“, „სულეთის კიდობანი“, „არჩევნები სასაფლაოზე“ და რომანები: „მგელი“, „მღდვლის ცოდვა“, „ადამიანთა სევდა“ და „სულეთის კიდობანი“. გოდერძი ჩოხელს…

მეტი...

კანდელაკისა და ბუდაპეშტის ქუჩებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები იცვლება

თბილისის საბურთალოს რაიონში, კანდელაკისა და ბუდაპეშტის ქუჩებზე ხვალიდან, 2 მარტიდან, სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში, დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები. კერძოდ, N6 ავტობუსი და მიკროავტობუსები: N4, N11, N26, N58, N66, N72, N147 და N161 ჟვანიას მოედნიდან ვაჟა-ფშაველას გამზირს დაუკავშირდებიან, შემდეგ გაივლიან ტაშკენტის ქუჩას და მოძრაობას დადგენილი სქემით, კანდელაკის ქუჩაზე განაგრძობენ. ხოლო, N29 ავტობუსი და N208 მიკროავტობუსი ამავე მარშრუტის გავლის შემდგომ ნუცუბიძის ქუჩას დაუკავშირდებიან, აუხვევენ ნუცუბიძის ფერდობის მე-3 მიკრორაიონში, გაივლიან ამაშუკელის ქუჩას, რის შემდეგაც მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ.  კანდელაკის ქუჩაზე კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა დაიწყო, რაც სხვა სამუშაოებთან…

მეტი...

თბილისის ისტორიული სახლი, სადაც არა ერთ ცნობილ მოღვაწეს უცხოვრია, კაპიტალურად გამაგრდება

თბილისის მთაწმინდის რაიონში, ძმები ზუბალაშვილების ქუჩის №29/7-ში, მდებარე მრავალბინიანი, ისტორიული სახლი, რომელიც XIX საუკუნეშია აგებული, კაპიტალურად გამაგრდება.   შენობა, რომელიც დაახლოებით, 150 წელს ითვლის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს. აღნიშნულ სახლში ცხოვრობდნენ პოეტი და საზოგადო მოღვაწე სიმონ ჩიქოვანი, მსახიობები – გიორგი შავგულიძე და გრიგოლ კოსტავა, პოეტი და პროზაიკოსი არჩილ სულაკაური, ასევე, გამოჩენილი ქართველი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწეები – ძმები იასონ და ლეო კერესელიძეები. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს, მიმდინარე წელს პროექტის მხოლოდ პირველი ეტაპი განხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, სახლის საძირკველი და მზიდი კედლები გამაგრდება. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 136 ათასი ლარია გამოყოფილი.…

მეტი...

ზურაბ კინწურაშვილის მორიგი გამარჯვება ტაეკვანდოში

ტაეკვონდოში, ამერიკის შეერთებული შტატების “G–2” –ის საერთაშორისო, საკვალიფიკაციო ტურნირზე ქართველმა სპორტსმენმა, ზურაბ კინწურაშვილმა, მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ტურნირი იუნიორებსა და დიდებში 1–3 მარტის ჩათვლით მიმდინარეობს და მასში 10 წონით კატეგორიაში 15 ქვეყნის 2500 წარმომადგენელი ასპარეზობს. დღეს, გამარჯვებულები იუნიორთა ასაკში გამოვლინდნენ. 59 წ/კგ–ში ბათუმის სასპორტო სკოლის სპორტსმენმა ზურაბ კინწურაშვილმა პირველობა არავის დაუთმო. მან ექვსი ბრძოლიდან ექვსივე მოგებით დაასრულა. იგი ფინალურ ორთაბრძოლაში ამერიკელ სპორტსმენს დაუპირისპირდა, 18:14 სძლია მოწინააღმდეგეს და ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა. 3 მარტს, დიდების ასაკში პირველობისთვს ბათუმის სასპორტო სკოლის სპორტსმენი თემურ ღლონტი იბრძოლებს. ბათუმის სასპორტო სკოლის დირექცია ზურაბ კინწურაშვილსა და მის მწვრთნელს…

მეტი...

აფხაზეთიდან დევნილი, მხცოვანი ბენეფიციარებისთვის საქველმოქმედო საღამო გაიმართება

აფხაზეთის ხელისუფლების და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საქველმოქმედო ინიციატივების ფარგლებში დღეს, პირველ მარტს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია II -ის ლოცვა-კურთხევით, სათნოების სახლ “კათარზისში” (მის. აღმაშენებლის გამზ. N121) საქველმოქმედო შემეცნებითი პროექტი “შენ ჩვენ გვჭირდები” გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ აფხაზეთიდან დევნილი მარტოხელა და მზრუნველობას მოკლებული მხცოვანი ბენეფიციარები. მათ პატივსაგებად აფხაზეთის ა/რ მთავრობის დაფინანსებით გაზაფხულის პირველ კვირას, 1 – 9 მარტს, 15:00 საათზე სადღესასწაულო სადილი გაიმართება. აფხაზეთის განათლების და კულტურის სახელოვნებო განათლების თანამშრომლები და აფხაზეთის ახალგაზრდობის შემოქმედებითი კავშირის – “ახალგაზრდობა, მშვიდობა და განვითარების“ წევრები სპეციალური განრიგის მიხედვით დაეხმარებიან კათარზისის ადმინისტრაციას…

მეტი...

“მეტროში ჭერი ინგრევა, ავტობუსები დაფახფახებს” – ოპოზიცია ზონალური პარკირების იდეას იწუნებს

თბილისის ტურისტულ ნაწილში ზონალური პარკირების ფასიანი სისტემის შემოღებას, დედაქალაქის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები იწუნებენ და აცხადებს, რომ ინიციატივას მხარს არ დაუჭერენ.     როგორც თბილისის საკრებულოს წევრმა, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, დედაქალაქის მერია მოქალაქეებს გადაადგილების ალტერნატიულ საშუალებად საზოგადოებრივ ტრანსპორტს სთავაზობს, რომელიც ცუდ მდგომარეობაშია. “მეტროში ჭერი ინგრევა, ყვითელ ავტობუსები – დაფახფახებს და იწვება”, – აცხადებს იგი. ხაბეიშვილი თბილისის მთავრობას ურჩევს, ჯერ ევროპული სტანდარტის საზოგადოებრივი ტრანსპორტი შექმნას და შემდგომ გამართოს მსჯელობა ზონალური პარკირების იდეაზე.   “დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, ერთი წლის წინ კომპანია “სითი პარკი” რატომ გაიყვანა?! საპარკინგე ადგილები არ არისო,…

მეტი...

სურსათის ეტიკეტირების ახალი წესი ამოქმედდა, განისაზღვრა შრიფტის ზომა

პირველი მარტიდან, სურსათის ეტიკეტირების ახალი წესი ამოქმედდა. გაიზარდა ეტიკეტზე დასატანი სავალდებულო ინფორმაციის ჩამონათვალი. ეტიკეტზე განთავსდება ინფორმაცია სურსათის უვნებლობისა და კვებითი ღირებულების შესახებ, რადგან გარკვეულ შემთხვევებში, სურსათის შემადგენლობა შესაძლოა საზიანო იყოს სპეციფიკური მომხმარებლისათვის; ინგრედიენტები; ალერგენებთან დაკავშირებული ინფორმაცია უნდა განთავსდეს განსხვავებული ფორმით, რაც განსაკუთრებული კვებითი რეჟიმის მქონე მომხმარებელს სწორი არჩევანის შესაძლებლობას მისცემს. ასევე, განისაზღვრა ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაციის შრიფტის ზომა და სურსათის შესახებ ინფორმაციის ფორმა (ზუსტი, მკაფიო, მომხმარებლისათვის ადვილად გასაგები) და ადგილი (თვალსაჩინო). როგორც “მედიაცენტს მთავარს” სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ტექნიკური რეგლამენტი ევროკავშირთან „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ (DCFTA) შეთანხმების შესაბამისად…

მეტი...

კარასინის განცხადებაში ახალი არაფერია, მისი გზავნილის ადრესატი დასავლეთია – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრია მოადგილე გრიგორ კარასინის განცხადებას ეხმიანება, იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზებას საქართველოს ნატო-სკენ სწრაფვა აფერხებს და აცხადებს, რომ ოფიციალური მოსკოვი კვლავ ცდილობს დასავლეთს მიანიშნოს, რომ კავკასიის რეგიონში თვითონ არის გადამწყვეტი ძალა და ნატო-ს აქ არ შემოესვლება.  როგორც “მედიაცენტრ მთავარს” გია აბაშიძემ განუცხადა, კარასინის განცხადებაში ახალი არაფერია, ის ოფიციალური მოსკოვის პოზიციას ახმოვანებს. ​ ​მისივე თქმით, რაც უფრო უახლოვდება საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, მით უფრო მეტად ღიზიანდება მოსკოვი და მათი მხრიდან გზავნილები აქტიურდება დასავლეთის მისამართით, რომ “ჩვენ ვართ ამ რეგიონში გადამწყვეტი ძალა და თქვენ აქ…

მეტი...

“ჩვენ შორის კავშირი არასდრო გაწყდება” – სალომე ზურაბიშვილი კახის ქართულ მოსახლეობას შეხვდა

აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ქალაქ კახში ქართული წარმოშობის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და კათოლიკოს – პატრიარქის გულითადი მოკითხვა გადასცა. იგი კახის რაიონის სოფელ კახინგილოს საშუალო სკოლას ესტუმრა და წმინდა გიორგი ეკლესია მოინახულა. საქართველოს პრეზიდენტს კახინგილოს ქართულ სკოლაში ქალაქ კახის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურმა მუსა შეკილიევმა და სკოლის დირექტორმა ნათელა ოთარაშვილმა უმასპინძლეს. საქართველოს პრეზიდენტი სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გაესაუბრა, რომლებიც სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის, თანამედროვე სწავლების მეთოდებთან დაკავშირებით მასწავლებლების გადამზადება მოითხოვეს. ადგილობრივმა მოსახლეობამ მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის პირველ ვიცე-პრეზიდენტ მეჰრიბან ალიევას ალიბეგლოს სკოლის შესაკეთებლად თანხის გამოყოფისთვის. კახის წმინდა გიორგის ეკლესიაში, რომელიც…

მეტი...

დეპუტატობაზე ანა დოლიძეც ფიქრობს

მთაწმინდის ოლქის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძეც ფიქრობს. როგორც დოლიძემ „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აღნიშნა, ამ ეტაპისთვის მხოლოდ ფიქრის დონეზეა და გადაწყვეტილებას კონსულტაციების შემდეგ მიღებს. „დიახ, ვფიქრობ, მივიღო თუ არა მთაწმინდის მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობა. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ გადაწყვეტილება მიღებული არ მაქვს. მხოლოდ ვფიქრობ, სიტუაციას ვაანალიზებ და ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას“ – განუცხადა ანა დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარს.“ კითხვაზე, რადგანაც ფიქრობთ, ეს იმას ნიშნავს, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებთ, ანა დოლიძემ უპასუხა, რომ ჯერ კონსულტაციები უნდა გაიაროს: „ასეც არ არის. კონსულტაციებს გავდივარ. გარკვეული პროცესებია და კონსულტაციების დასრულების…

მეტი...