აფხაზეთიდან დევნილი, მხცოვანი ბენეფიციარებისთვის საქველმოქმედო საღამო გაიმართება

აფხაზეთის ხელისუფლების და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საქველმოქმედო ინიციატივების ფარგლებში დღეს, პირველ მარტს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია II -ის ლოცვა-კურთხევით, სათნოების სახლ “კათარზისში” (მის. აღმაშენებლის გამზ. N121) საქველმოქმედო შემეცნებითი პროექტი “შენ ჩვენ გვჭირდები” გაიმართება.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ აფხაზეთიდან დევნილი მარტოხელა და მზრუნველობას მოკლებული მხცოვანი ბენეფიციარები. მათ პატივსაგებად აფხაზეთის ა/რ მთავრობის დაფინანსებით გაზაფხულის პირველ კვირას, 1 – 9 მარტს, 15:00 საათზე სადღესასწაულო სადილი გაიმართება.

აფხაზეთის განათლების და კულტურის სახელოვნებო განათლების თანამშრომლები და აფხაზეთის ახალგაზრდობის შემოქმედებითი კავშირის – “ახალგაზრდობა, მშვიდობა და განვითარების“ წევრები სპეციალური განრიგის მიხედვით დაეხმარებიან კათარზისის ადმინისტრაციას ხანდაზმული ადამიანების მომსახურებაში და მათზე ზრუნვაში (1-16 მარტი).

ღონისძიების პირველ დღეს გაიმართება სადღესასწაულო კონცერტი “კათარზისელების” და აფხაზეთის ახალგაზრდობის მხატვრული კოლექტივების მონაწილეობით. მისასალმებელი სიტყვებით გამომსვლელები აფხაზეთის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წევრები – პოეტები, ხელოვნების მუშაკები მიულოცავენ გაზაფხულის დადგომას, დედის დღეს და 8 მარტს ქვეყნის წინაშე ვალმოხდილ ადამიანებს.

მოეწყობა გაზაფხულის თემატიკისადმი მიძღვნილი, აფხაზეთის ნორჩი მხატვრების გამოფენა.

მსგავსი თემები