დეპუტატობაზე ანა დოლიძეც ფიქრობს

მთაწმინდის ოლქის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძეც ფიქრობს.

როგორც დოლიძემ „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აღნიშნა, ამ ეტაპისთვის მხოლოდ ფიქრის დონეზეა და გადაწყვეტილებას კონსულტაციების შემდეგ მიღებს.

„დიახ, ვფიქრობ, მივიღო თუ არა მთაწმინდის მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობა. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ გადაწყვეტილება მიღებული არ მაქვს. მხოლოდ ვფიქრობ, სიტუაციას ვაანალიზებ და ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას“ – განუცხადა ანა დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარს.“

კითხვაზე, რადგანაც ფიქრობთ, ეს იმას ნიშნავს, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებთ, ანა დოლიძემ უპასუხა, რომ ჯერ კონსულტაციები უნდა გაიაროს: „ასეც არ არის. კონსულტაციებს გავდივარ. გარკვეული პროცესებია და კონსულტაციების დასრულების შემდეგ ვიქნები ჩამოყალიბებული“.

თუმცა, ვისთან გადის კონსულტაციებს, ანა დოლიძეს არ დაუკონკრეტებია.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში მთაწმინდის ოლქის დეპუტატის სავარძელი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში იყარა კენჭი. მთაწმინდის ოლქში დეპუტატობის სურვილი უკვე გამოთქვეს სოფო ხორგუანმა და კობა დავითაშვილმა.

მსგავსი თემები