“ძველი ვაგონცისტერნა აალდა, რომელშიც მაზუთის ნარჩენი იყო” – საქართველოს რკინიგზის განმარტება

ისანში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს:

“შემთხვევა მოხდა ისანში, საქართველოს რკინიგზის თბილისის საკვანძო სადგურში. აალდა ძველი,  გამოუსადეგარი ვაგონცისტერნა, რომელშიც მაზუთის ნარჩენი იყო. ადგილზე მუშაობენ სახანძრო სამაშველო სამსახურები.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამასთან, უმნიშვნელოა კომპანიის ფინანსური ზიანი,”- ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები