ისანში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს:
“შემთხვევა მოხდა ისანში, საქართველოს რკინიგზის თბილისის საკვანძო სადგურში. აალდა ძველი, გამოუსადეგარი ვაგონცისტერნა, რომელშიც მაზუთის ნარჩენი იყო. ადგილზე მუშაობენ სახანძრო სამაშველო სამსახურები.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამასთან, უმნიშვნელოა კომპანიის ფინანსური ზიანი,”- ნათქვამია განცხადებაში.